რამდენიმე დღის წინ თბილისის "მწვანე სკოლაში" ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველო გაიხსნა.
სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი.
სამკითხველოს გახსნის ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის, რომელმაც ერთი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში. კეკელიძის თქმით, აღნიშნულ საქმიანობაში დაღუპული გოგონას მშობლებიც - ტელეწამყვანი მაია ასათიანი და ტელერეჟისორი ირაკლი მახვილაძე ჩაერთნენ.
"მშობლებიც ჩაერთნენ და იმედია, ცოტა საშველი მაინც იქნება მათთვის. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიტანოს", - წერდა გიორგი კეკელიძე ერთი თვის წინ. გაგრძელება