საიდუმლო არაა, რომ სრულფასოვანი, ჯანსაღი ძილი კარგი განწყობის საწინდარია.
და ის ფაქტი, რომ ჯანმრთელ ადამიანს დღე-ღამეში დაახლოებით 8 საათი უნდა ეძინოს, ყველასათვის ცნობილია. მაგრამ ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა, რომ ზოგიერთი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანი, გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე.
როგორ დავდგათ საწოლი საძინებელში
საწოლის სიმაღლე მუხლის სიმაღლეს 7 სმ-ით უნდა აღემატებოდეს, სიგრძე კი ოჯახის ყველაზე მაღალი წევრის სიმაღლეზე 10 სმ-ით დიდი უნდა იყოს.
საწოლის ყველაზე ხელსაყრელი ადგილმდებარეობა გახლავთ კედელთან. ეს სიმყუდროვისა და დაცულობის შეგრძნებას ქმნის.
ნუ დადგამთ საწოლს დახრილი, დაკიდული ჭერის ქვეშ. ეს ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს.
საწოლი ისე უნდა დადგათ, რომ ყველა მხრიდან ხელმისაწვდომი იყოს. ნუ გადატვირთავთ ზედმეტი ნივთებით მისკენ მიმავალ გზას. საძინებელში ნებისმიერი დეტალი რაიმე ენერგეტიკის მატარებელია.
იგივე ეხება ძველ ნივთებსაც, რომლებსაც სავარძლის ქვეშ ინახავენ. უმჯობესია, რაიმე სხვა ადგილი იპოვოთ მათთვის.
განათავსეთ საწოლი კარებიდან რაც შეიძლება შორს. ყოველდღიური საქმეები და ფუსფუსი არ უნდა გიშლიდეთ ხელს საძინებელში.
ბრის, ნახატისა და თაროების ადგილი არ არის საწოლის თავზე.
სასურველია, რომ შემოსასვლელი კარი ჩანდეს საწოლში მწოლიარე ადამიანისთვის. ამგვარად ძილი უფრო მშვიდი იქნება.
თუ პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობები გსურთ, ნუ შეიძენთ ორად დაყოფილ საწოლს. ეს ხაზი კამათის საბაბი შეიძლება გახდეს.
და გახსოვდეთ, საძინებელში მუდამ სისუფთავე უნდა იყოს. გამოცვალეთ თეთრეული კვირაში ერთხელ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლეიბი დროდადრო უნდა გადააბრუნოთ.
იხილეთ: ფენ-შუის 5 წესი: 2017 წლის ნიშნები და თილისმები ბედნიერებისა და სიყვარულისთვის