შხაპის მიღება ყოველდღიური რიტუალია. ჩვენ შევაგროვეთ კლასიკური შეცდომები, რომლებიც კანს აზიანებს.
1. ძალიან ცხელი წყალი
ცხელი წყალი კანს ტენიანობას აცლის, რაც კანის სიმშრალეს იწვევს. გარდა ამისა, იწვევს კანის გაწითლებას, ანთებას, გამონაყარს.{{ArticleSplitCont}}
2. ხანგრძლივი შხაპი
გამოგიშრობთ კანს. გახსოვდეთ, შხაპი არ უნდა გაგრძელდეს 10 წუთზე მეტხანს.{{ArticleSplitCont}}
3. ხშირი და ბევრი ასაქაფებელი საშუალება
არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საშუალება ყოველდღე. ზედმეტი ქაფი კანს აცლის ცხიმს, შედეგად კანი შრება და უხეშდება.{{ArticleSplitCont}}
4. ძველი და უხეში ღრუბელი
ბაქტერიებისა და ობის ბუდეა. ღრუბელი უნდა გამოცვალოთ ოთხ კვირაში ერთხელ. ღრუბელი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ პატარა პირსახოცით.{{ArticleSplitCont}}
5. უხეში გაწმენდა
შხაპის მიღების შემდეგ კანი ოდნავ ტენიანი დატოვეთ. წაისვით საყვარელი კრემი ან კოსმეტიკური რძე, რათა კანი ხავერდოვანი და ჯანმრთელი დაგრჩეთ.