სამშაბათს სავსემთვარეობა იქნება სასწორში. ეს მოვლენა მრავალ შანსს მოგვცემს.
1. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას საკუთარ თავშიც და გარშემო მყოფებშიც. ეცადეთ, დადებითი საქმეებისკენ მიმართოთ ეს ენერგია.
2. გაგიმძაფრდებათ მეექვსე გრძნობა. დაუკვირდით საკუთარ თავს, სურვილებს; ინსტინქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
3. უკეთ გაიცნობთ გარშემო მყოფებს და საკუთარ თავსაც. კარგი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
4. მოაგვარეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. გააუმჯობესეთ - მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.
5. ახალი თავგადასავლის, ახალი შესაძლებლობის გამოცდის საშუალებაა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი უცხო ენის, პროგრამის სწავლა; ჰობისთვის გამონახოთ დრო.
წარმატებას გისურვებთ, გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც.