28 აპრილს, მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი SPACEHALL და BLOK 9 წარმოგიდგენთ ბრიტანული ჰიპ-ჰოპ სცენის პიონერს, ლეიბლ WASHINGTON CLASSICS-ის სულისჩამდგმელს - FUNKY DL.
ცნობილმა ბრიტანელმა პროდიუსერმა სახელი კლასიკური ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის შერწყმით გაითქვა. მას ათეულობით მუსიკალური ალბომის ჩანაწერი ეკუთვნის, რომლის პროდიუსერიც თავად გახლავთ. მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კი იაპონელ პროდიუსერ NUJABES-თან თანამშრომლობა წარმოადგენს, ვისთან ერთადაც არაერთი ცნობილი ნამუშევარი შექმნა.
FUNKY DL ასევე მუშაობს ისეთი ცნობილი მუსიკოსების ნამუშევრების რემიქსებზე, როგორებიც არიან: STEVIE WONDER, NAS, AMY WINEHOUSE. მუსიკოსმა ბოლო ალბომი, „AUTONOMY:THE 4TH QUARTER 2” 2016 წელს გამოუშვა.
FUNKY DL-თან ერთად სცენას დაიკავებენ ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ არტისტები: ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფი MOKU MOKU, რომლის მუსიკაც ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის გარდა, ფანქს და ინდუსტრიულ მუსიკას აერთიანებს. ასევე, გამორჩეული ქართული ჰიპ-ჰოპ პროექტი - გიორგი ზურაბიშვილი & MC CUTKILL და 90-იანების ამერიკულ ჰიპ-ჰოპ ჟღერადობაზე ორიენტირებული არტისტი - ლაშა ბაბუაძე.
BLOK9 ჰიპ-ჰოპ კონცერტების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის სცენის დათმობას და ადგილობრივი სცენის მხარდაჭერას.
დასაწყისი: 21:00
ონლაინ ბილეთები: WWW.SPACEHALL.COM
საკონტაქტო ინფორმაცია:
ხატია გელოვანი
555 96 34 95
gelovanix@gmail.com