"სავსე მაქვს გული თქვენი სითბოთი და სიყვარულით! დიდი მადლობა ამ საოცარი ენერგიისთვის, ჩემი გულშემატკივრობისთვის და მხარდაჭერისთვის!
მე თუ ფეხზე დადგომა და ჩემი საქმის გაგრძელება შევძელი, ეს თქვენი დამსახურებაცაა. მადლობა ამისთვის!", - წერს სოციალურ ქსელში მაია ასათიანი, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ეთერს პირველად უბრუნდება. ტელეწამყვანი დღეს იუბილარია. მაია ასათიანს კოლეგები და მეგობრები "ფეისბუქიზე" ემოციურ პოსტებს უძღვნიან:
გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:
"ვამაყობ, რომ არსებობს მაია ასათიანი. ტკივილის მიუხედავად, მაინც ბრუნდება ეთერში. სიმბოლურად დაემთხვა, რომ დღეს, 4 მაისს მისი დაბადების დღეც არის.
მან უდიდეს ტკივილს აჯობა და ათასობით მშობელს დაანახა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგაც შეიძლება ისევ ფეხზე დადგე, შეიძლება, ისევ აკეთო საქმე და თანაც, გაასმაგებულად იმიტომ, რომ ვიდრე ცოცხლობ, უამრავ ადამიანს გამოადგე, შვილის სულს გამოადგე.
გულით ველოდი მაიას ეთერში დაბრუნებას. ის დღეს კვლავ "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "პროფილით" გავა ეთერში.
გმადლობ მაია, რომ აჯობე შენს თავს, გმადლობ, რომ უამრავ ადამიანს დაანახე ცხოვრების გაგრძელების აზრი და მნიშვნელობა, გმადლობ, რომ შენი გულშემატკივრები აქეთ გაგვამხნევე.
შენი ეთერში დაბრუნება ძალიან მიხარია. ყველაზე უფრო კი მაინც შენს ნუცას უხარია.
წარმატებებს გისურვებ. გილოცავ დაბადების დღეს"
ეკა ხოფერია:
"ეს ფოტო იმ დღეებში დავიყენე და ჩემს თავს სიტყვა მივეცი, ვიდრე მაია ეთერში არ დაბრუნდებოდა, ჩემთან იქნებოდა. გაგრძელება
იხილეთ ასევე: შოშიას ბლოგი: რა დავინახე მაია ასათიანის თვალებში...
<div style="padding: 10px; margin: 0px; color: #000000; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size: 14px;"></div>