დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CINÉDOC-TBILISI დღეს საზეიმოდ გაიხსნება
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CINÉDOC-TBILISI დღეს საზეიმოდ გაიხსნება
დღეს, 11 მაისს სტარტს აიღებს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi. ეროვნული კინოცენტრი, ტრადიციულად, ფესტივალის მხარდამჭერია.
CinéDOC-Tbilisi-ს წელს გერმანელი რეჟისორის, კაროლინ გენრეიტის ფილმი „ბედნიერი" გახსნის. ფილმი 60 წლის მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი წილი ბედნიერების საპოვნელად შორეულ ტაილანდში გაემგზავრება და საბოლოოდ იპოვის კიდეც მას. გახსნის ცერემონიალს რეჟისორი და მისი მამა (ფილმის მთავარი გმირი) დაესწრებიან.

CinéDOC-Tbilisi
5 წლის ხდება. გასულ წლებთან შედარებით, მაყურებელს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიება ელის. წელს მაყურებელს საშუალება ექნება, ნახოს 67 დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

ფილმები ხუთი
ძირითადი თემატიკის მიხედვითაა დაყოფილი, რომელთაც წელს ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ესენია: სოლიდარობა, უსაფრთხოება, ვნება, ფანტაზია და რწმენა.

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან საინტერესო ქართული ფილმი, მათ შორის, ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი „გოგიტას ცხოვრება", რომლის პრემიერაც საქართველოში სწორედ კინოფესტივალზე CinéDOC-Tbilisi შედგება. ფესტივალი კიდევ ერთი ქართული ფილმის პრემიერას უმასპინძლებს. ქართველი მაყურებელი შორენა თევზაძის ფილმს „დიდუბე - ბოლო გაჩერება" პირველად იხილავს.

CinéDOC Tbilisi-ის მეხუთე გამოშვების სტუმარი ქვეყანაა ლიტვა. სპეციალურად ამ ფესტივალისთვის საქართველოს ლიტვის დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის წევრებს შორის იქნება ლიტვის კინოცენტრის დირექტორი როლანდას კვიეტკაუსკაში.

წელს ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 50 სტუმარს ელოდება.

CinéDOC Tbilisi 16 მაისს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალით დაიხურება. ფესტივალის დასრულების შემდეგ კი დაიწყება რეგიონალური ტურები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ინდუსტრიულ ცენტრსა და ქალაქში გაიმართება კინოჩვენებები და დისკუსიები.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საიუბილეო შეთავაზებები ახალ ნათებაში
11:09 / 18-10-2017
ახალი ნათების პირველი მაღაზია 18 წლის წინ, 18 ოქტომბერს, დიდუბის ქუჩაზე გაიხსნა.
Halloween  – ვამპირების, კუდიანების, მოჩვენებებისა და სხვა უწმინდურთა დღესასწაული
10:00 / 18-10-2017
უკვე ათასი წელია, რაც სხვადასხვა ხალხი აქტიურად აღნიშნავს დღესასწაულებსა და ფესტივალებს.
რჩეული ქართული ღვინოები, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება – ეს „ქართული ღვინის ფესტივალი 2017–ია“
12:34 / 16-10-2017
ბოლო პერიოდში თბილისში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული ფესტივალები მომრავლდა.
ქალი, რომელიც არაფრის გამო ჩაქოლეს - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
11:55 / 15-10-2017
ეს ამბავი ირანის ერთ-ერთ სოფელში მოხდა და შემდეგ მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტებით სავსეა აზიური სამყარო და ქალის სიკვდილით დასჯა ნებისმირი გაუგონარი მიზეზის გამო, რასაც მისი ქმარი, ძმა თუ მამა მოიფიქრებენ, ბევრგანაა ჩვეული ამბავი.
რა ფერია ეს სპორტული ფეხსაცმელი?
19:20 / 14-10-2017
ალბათ გემახსოვრებათ კაბა, რომელის ფერზეც მთელი მსოფლიო დავობდა.
ვინ არის და რას საქმიანობს ლიკა ქავჟარაძის შვილი
14:36 / 13-10-2017
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გუშინ მისსავე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
სათავგადასავლო პარკში პირველი მედიატურნირი გაიმართა
12:08 / 12-10-2017
სათავგადასავლო პარკში პირველი მედიატურნირი გაიმართა.
"ვინ იცის, რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ქუჩებში... ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო" - დათო ტურაშვილი
11:36 / 12-10-2017
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. განსაკუთრებით მათ, ვისაც რეალურ ცხოვრებაში ჰქონდა მისი სილამაზის ხილვის ბედნიერება. მწერალი დათო ტურაშვილი ლიკასთან პირველ შეხვედრას საოცარი ემოციით იხსენებს. გთავაზობთ მის პოსტს:
17 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში გია ყანჩელის ნაწარმოების, „დედა ენის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება!
15:47 / 10-10-2017
17 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი CONCEPT-ART, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ გია ყანჩელის ნაწარმოების, "დედა ენის" მსოფლიო პრემიერას.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31