სელის ზეთის სასარგებლო თვისებებზე ბევრს სმენია, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მას ექიმები ურჩევენ ადამიანებს, ვისაც თევზი არ უყვარს. იყენებენ მედიცინაში და კოსმეტოლოგიაში. მაგრამ სელის ზეთი საშუალოსტატისტიკური ადამიანის არსენალში ნაკლებად გვხვდება.
სელის ზეთს იმდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლო თვისებები აქვს, რომ მისი გამოყენება ყოველდღიურად შეიძლება.
მისი მდიდარი შემადგენლობა წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ფასეულობას: ცხიმოვანი მჟავები, მიკრო და მაკროელემენტები. ომეგა-3-ის შემცველობით ის თევზს ბევრად აღემატება.
სელის ზეთის სარგებელი
წონაში დასაკლებად
ომეგა-9, ომეგა-6, ომეგა-3, რომლებსაც სელის ზეთი შეიცავს, ძალიან სასარგებლოა წონაში დასაკლებად. გარდა ამისა, ომეგა-9 და ომეგა-6 ახშობს მადას. დაუმატეთ სელის ზეთი სალათებში, იოგურტებში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის
ზეთი იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. არეგულირებს წნევას, ქოლესტერინს, სისხლძარღვები უფრო ელასტიკური ხდება.
ქალური ჯანმრთელობა
ლიგნინების შემცველობა ხელს უწყობს ჰორმონების ნორმალურ ბალანსს. სელის ზეთი ამსუბუქებს მენსტრუალურ ტკივილს და მენოპაუზას.
ანთებითი პროცესები
სელის ზეთი ხსნის ანთებით პროცესებს პოდაგრისა და ფიბროზო-კისტოზური მასტოპათიის დროს. ამცირებს ტკივილს, ხსნის შეშუპებას.
ჯანმრთელობა და სილამაზე
სელის ზეთი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. მისგან დამზადებულ ნიღბებს გააჩნია მკვებავი, ბაქტერიციდული თვისებები. მისი გამოყენება სასარგებლოა წამწამებისთვის, რადგან აბუსალათინის ზეთზე უკეთ მოქმედებს.