18 მაისს მედიაწარმომადგენლებს ფრანგული ბრენდის, EISENBERG PARIS-ის წარმომადგენელი ჟან ლუკ ტრონიონი შეხვდა.
პრესკონფერენცია რესტორან-ლაუნჯ „აკადემიაში“ წარიმართა, სადაც ისინი გაეცნენ ბრენდის კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, რომლებიც ექსკლუზიურად პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ ხელმისაწვდომი.
EISENBERG PARIS ("აიზენბერგ პარიზი") პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ" ქართველ მომხმარებელს პირველად 2015 წელს შესთავაზა. ეს არის ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მოვლისა და პარფიუმერული საშუალებების ფართო სპექტრით.
EISENBERG PARIS-ის კანის მოვლის საშუალებები გამოირჩევა 15-წლიანი კვლევის შედეგად შემუშავებული TRIO-MOLECULAR® ფორმულით, რომელიც შეიცავს სამ მოლეკულას. ეს აღმოჩენა არის EISENBERG PARIS-ის ექსკლუზივი და დაპატენტებულია მსოფლიოს მაშტაბით. იგი აღადენს, აჯერებს ჟანგბადით და ენერგიით მუხტავს კანს. ისევე, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის მოვლის საშუალებები გამოირჩევა ძვირად ღირებული და ბუნებრივი კომპონენტებით.
რაც შეეხება არომატებს - თითოეული EISENBERG PARIS-ის სუნამო - ეს პარფიუმერიაში გარდაქმნილი ხელოვნებაა. ბრენდის დამფუძნებელმა ჟოზე აიზენბერგმა - ხელოვნების თაყვანისმცემელმა, დაავალა თანამედროვე სამხატვრო ხელოვნების უდიდეს ფიგურას, ხუარეს მაჩადოს, გადმოეცა ნახატებში ის ემოციები, რასაც იგი განიცდიდა სუნამოების შექმნისას.
EISENBERG PARIS ზრუნავს ეკოლოგიაზეც. ამიტომ ყველა ფლაკონი თუ შეფუთვა დამზადებულია სუფთა ინგრედიენტებით, რომლებიც არ აბინძურებს გარემოს და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ მომხმარებელს 18,19,20 მაისს EISENBERG PARIS-ის დღეებს შესთავაზებს, სადაც ამავე ბრენდის სრულ სპექტრზე გავრცელდება 40%-იანი ფასდაკლება. „ლუტეცია“ მადლობას უხდის პრესის წარმომადგენლებს ინტერესისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გავამართლებთ ჩვენი მომხმარებლების მოლოდინს.
მარკეტინგის მენეჯერი
მარიამ რობიტაშვილი
E-mail: mariam.robitashvili@lutecia.ge
R