დღეს უამრავ მოზარდს ხელში უცნაური, პროპელერის მსგავსი ნივთი უჭირავს. სპინერი, ფიჯეტ სპინერი, ბზრიალა - მარტივი კონსტრუქციით არის შექმნილი.
დიდი და საშუალო თითით უნდა გეჭიროთ და ატრიალოთ.
არსებობს სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფასის სპინერი. ის შეიძლება ჰქონდეს პატარა ბავშვსაც და სოლიდურ ბიზნესმენსაც.
სათამაშო? ვის სჭირდება სპინერი?
ის "გულის გადასაყოლებელია" მოუსვენარი, ნერვიული ადამიანებისთვის, რომლებსაც მოუსვენარი მოძრაობები აქვთ: ფრჩხილებს იჭამენ, თითებს მაგიდაზე აკაკუნებენ, ფეხის ქუსლს ან წვერს აბაკუნებენ იატაკზე და ა.შ.
სპინერი მათ ყურადღების გადატანაში ეხმარება. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი ჩვევები არ ახასიათებთ, ამბობენ, რომ სპინერი კონცენტრირებაში, აზრების მოკრებაში ეხმარებათ.
მისი შემქმნელები ამბობენ, რომ სპინერი ფოკუსირებაში ეხმარება აუტისტ, დაუნის სინდრომის მქონე და ჰიპერაქტიურ ადამიანებს. თითქოს, მისი ვიბრაცია და ხმა თერაპიულ ეფექტს ახდენს.
სხვადასხვა ზომისა და ფორმის სპინერს ბრუნვის თავისებური მახასიათებელი აქვს. მაღალხარისხიანი სპინერი დიდხანს და სწრაფად უნდა ბზრიალებდეს. ძვირად ღირებული და ძვირფასი მოდელები 10 წუთსაც ტრიალებს.
საფრთხე სპინერისგან