"ის ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ასტროლოგებისთვის ყველაზე რთულად აღსაწერია.
ისეთი ჯიუტია, რომ ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა. საოცარი წინათგრძნობა აქვს. ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევა. ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია. ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ თევზებს. ეს კი დიპლომატ და "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტ თათია დოლიძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ყველაზე რთულად აღსაწერი თევზებია, რატომ?
- ჩემი ნიშანი ხომ ორი სხვადასხვა მიმართულებით მცურავი თევზია. ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი, ეს ხასიათზეც პირდაპირაა ასახული. ამის დასტურია ის, რომ მრავალმხრივი ინტერესი მაქვს, ძალიან ბევრი რამის კეთება შემიძლია.
- "ურჩევნია, დინებას მიჰყვეს, იმის ნაცვლად, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს"...
- ამაში ვერ დავეთანხმები.
- დინებას უფრო ხშირად მიჰყვები თუ საპირისპირო მიმართულებით ცურვა გჩვევია?
- მთლად ასე ცალსახად პასუხის გაცემა რთულია. მე ჩემი სქემა მაქვს. რაც ჩემს წარმოსახვას არ ემთხვევა, იმ მონაკვეთებში, რა თქმა უნდა, საპირისპიროდ ცურვას ვიწყებ. ზოგჯერ არის მომენტი, დინებას მივყვები, მაგრამ ინერტული არასდროს ვარ.
- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის"...
- ეს თვისება ნამდვილად არის ჩემს ხასიათში. როცა პესიმიზმის მოჭარბებას ვგრძნობ, საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ. ყველა პრობლემის და წარმატების სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. გაგრძელება