პასუხისმგებლობა, ზრუნვა და გულწრფელი ურთიერთობა მომხმარებლებთან - ეს ის პრიორიტეტული საკითხებია, რაზეც დგას "ჯი-პი-სის" ბრენდი და რა მიმართულებითაც ვითარდება კომპანია.
22 წლის მანძილზე "ჯი-პი-სი" მუდმივად ცდილობდა სტანდარტული ჩარჩოებიდან გასვლას, არ ყოფილიყო „მხოლოდ აფთიაქი“ და მომხმარებლისთვის განსხვავებული სერვისი და პროდუქცია შეეთავაზებინა. სწორედ ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა "ჯი-პი-სი", როგორც სიახლეების შემომტანი და ახალი სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი ფარმაცევტულ ბაზარზე.
იხილეთ ფოტოგალერეა
22 წლის მანძილზე "ჯი-პი-სი" მუდმივად ამტკიცებდა, რომ იყო „მეტი ვიდრე აფთიაქი“ და დღეს, დაგროვილი გამოცდილების, გაზრდილი პასუხისმგებლობის ფარგლებში აღნიშნული მიზანი უფრო მეტად აქტუალური ხდება. 22 წელი სრულიად საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ კომპანიამ აიღოს მეტი პასუხისმგებლობა და სამომავლოდ გაცილებით დიდი მიზნები დასახოს. თუმცა, მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, "ჯი-პი-სის" მთავარი ხაზი იყო და რჩება აფთიაქი. ბრენდის მისია ხომ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და ჩვენი ხედვაც ამას ეფუძნება: „ჯანმრთელობა - პირობა სიცოცხლის, სილამაზის, სიმშვიდის, სიხარულის... (ჯპს)“.
12 ივნისს, ახალი კონცეფციის და განახლებული ფორმატის აფთიაქიდან "ჯი-პი-სი" იწყებს ახალ ეტაპს ბრენდის ისტორიაში. ეს იქნება სრულიად განსხვავებული მიდგომა ჩვენს რეალობაში და ახალი გამოწვევა ფარმაცევტული ბაზრისთვის. მეტი ასორტიმენტი, მეტი ჯანსაღი პროდუქტი, მეტი შეთავაზება, მეტი ფასდაკლება, მეტი სიახლე, მეტი კომუნიკაცია... უბრალოდ, ეს იქნება „მეტი - ვიდრე აფთიაქი“.
იხილეთ ფოტოგალერეა
#ჯპს #მეტივიდრეაფთიაქი #22 წელიR