ამქვეყნად, ბევრი სიკეთის გარდა, ბევრი ცუდიც მინახავს, საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც. უამრავ ბოროტს შევხვედრივარ, მანიაკს, მატყუარას, მკვლელს, თაღლითს...
ვინც მე მიცნობს, არ ვარ ავმეხსიერა... პირიქით, რამდენჯერ ჩემთვის ბოდიში მოუხდიათ და ვერც გამიხსენებია რისთვის, სანამ თვითონ არ მეტყოდნენ...
მაგრამ არის ერთადერთი ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში, სადაც კონკრეტული ადამიანების საქციელმა იმხელა სიძულვილი გააჩინა ჩემში, რომ დღემდე იმავე ძალით მომყვება და არც არასდროს გადამივლის.
ბევრი წლის წინ, ყიფშიძეზე, ჩემი ერთ-ერთი ბიჭი, იქნებოდა ასე, 5–6 წლის, მეზობელი კორპუსის ეზოდან ბრუნდებოდა სახლში. ნაგვის ბუნკერს რომ მიუახლოვდა, ვიღაც წყვილმა გააჩერა, ასე, 30 წელს გადაცილებულები იქნებოდნენ და ეუბნებიან: ბიჭი, მობილური ჩაგვივარდა ბუნკერში და ჩაგსვამთ და მოგვიძებნეო...
ჩემი კარგად გაზრდილი ბიჭი დაიბნა და სანამ გონს მოვიდოდა, რა სთხოვეს, სტაცეს ხელი და ჩასვეს ბუნკერში ტელეფონის მოსაძებნად....
ეს ამბავი, როცა ბავშვი სახლში ნაგვის სუნით აქოთებული დაბრუნდა, მაშინ გავიგე. გაგრძელება