ჩაქვის მდინარეში დაღუპული 17 წლის ვიოლა მელაძის ამბავმა მთელი სანათესაო შეძრა.
არასრულწლოვანი გოგონა მცირეწლოვან ძმასთან და ბებიასთან ერთად, ჩაქვში, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბავშვების მშობლები წლებია თურქეთში მუშაობენ, რომ ბათუმში ბინის შესაძენი ფული შეეგროვებინათ. ვიოლას მშობლები სტამბოლიდან 26 ივნისს დაბრუნდნენ, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შვილებიც თურქეთში წაეყვანათ.
როგორც ცნობილია, 28 ივნისს მელაძეები მაღალმთიანი ხულოს სოფელ დიდაჭარაში წავიდნენ ბებია-ბაბუის მოსანახულებლად, 29 ივნისს კი კვლავ ჩაქვში დაბრუნდნენ. სწორედ იმ დღეს, როცა ტრაგედია მოხდა, მშობლებს ბავშვები თურქეთში უნდა წაეყვანათ, სადაც სექტემბრამდე, სასკოლო პროცესის დაწყებამდე დარჩებოდნენ. გაგრძელება