საზღვაო სეზონი უკვე გაიხსნა, ბათუმის მიმართულებით კი სულ უფრო მეტი ადამიანი მიემგზავრება.
შესაბამისად, უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული აქტუალობა მგზავრობის ხარჯებმა შეიძინა, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიებმა მგზავრების რაოდენობის მატებასთან ერთად, ფასების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.
თუ აქამდე ბათუმში გამგზავრებისას მატარებლის "პლაცკარტის" ბილეთის ფასი 19 ლარი ჯდებოდა, ახლა დამსვენებლებს 24 ლარის გადახდა მოუწევთ და ეს მატარებელში ყველაზე იაფფასიანი ადგილებია, რადგან პირველი კლასით მგზავრობა 60 ლარი ღირს, ბიზნესკლასი კი 99 ლარი დაგიჯდებათ.
მატარებელს არც "მეტროს" ავტობუსები ჩამორჩა და ჩვეული 25 ლარის ნაცვლად, 10 ივლისის შემდეგ ტრანსპორტი მგზავრებს 30 ლარად მოემსახურება.
როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით ბათუმში ჩასვლა ყველაზე ხელმისაწვდომი მიკროავტობუსით არის. თუ ავტოსადგურ "ოკრიბას" მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, მიკროავტობუსი ბათუმამდე 20 ლარად წაგიყვანთ.
თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უარს იტყვით და საკუთარი მანქანით გაემგზავრებით, გაითვალისწინეთ, რომ დაბალმოცულობიანი ძრავის შემთხვევაში საშუალოდ 2-ლარიან საწვავს თუ ჩაასხამთ, ბათუმამდე დაახლოებით 50 ლარის საწვავი დაგჭირდებათ, მაღალმოცულობიანი ძრავის შემთხვევაში კი, დაახლოებით 100 ლარის ბენზინის ჩასხმა მოგიწევთ.
თუ ავტომობილი ბუნებრივ აირზეა, მაშინ მგზავრობის ღირებულება 30-დან 60 ლარამდე შეიძლება მერყეობდეს. გაგრძელება