სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მეთერთმეტე სერია საკმაოდ ემოციურად დასრულდა. სეზონის დახურვას მაყურებელიც და სერიალის შემოქმედებითი გუნდი სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციურად ეხმაურება.
"მეთერთმეტე სეზონის დასასრული, ჩცდ გუნდი, რომელიც ნამდვილი ოჯახივით გადაიქცა, Formula Creative. დიდი მადლობა მაყურებელს, რომელიც ყოველთვის დიდი ინტერესით და სიყვარულით ელოდა ჩვენს ეკრანებთან გამოჩენას. სცენარის ავტორს, ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი გენიოსია Keti Bozhidaria. რეჟისორები, რომლებიც უდიდესი შრომით დებდნენ იმ შედეგს, რომელიც უმაღლეს რეიტინგამდე ადიოდა Giorgi Liponava @ tengo. ჩცდ შემქმნელებს Irakli Saghinadze Misha Mshvildadze Zuka Gumbaridze, რომლებიც ისეთ პროდუქტს ქმნიან, რომელიც 6 წელი საშინლად საინტერესოა და რეიტინგულ მსახიობებს, ჩემს უსაყვარლეს მეგობრებს და კოლეგებს დაუზოგავი შრომისთვის და უსაზღვრო ნიჭიერებისთვის. მადლობა მთლიანად "ფორმულა კრეატივს", რომ ვარ თქვენი წევრი, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი თქვენი დამსახურებაა. მინდა, რომ გისურვოთ უამრავი წარმატებული და რეიტინგული პროექტი მთლიანად მთელ გუნდს, ხართ ყველაზე საუკეთესოები და პროფესიონელები" - წერს სალომე შარვაძე და გადასაღები მოედნიდან ფოტოებს ავრცელებს. გაგრძელება