როგორ მოვაპირკეთოთ გარე ფასადი
როგორ მოვაპირკეთოთ გარე ფასადი
ზაფხული ყველაზე კარგი დროა სარემონტო სამუშაოებისთვის. ამ დროს განსაკუთრებით ეშურებიან აგარაკების მოწყობას.
ასეთი სარემონტო სამუშაოების დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გარე ფასადის სწორად მოწყობაა. შესაბამისი ფერისა და მასალის შერჩევა მნიშვნელოვანია ჩვენი საცხოვრებელი სახლის საბოლოო იერსახისთვის. როგორ იქნება მოპირკეთებული აგარაკის ფასადი? რა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული კიბის საფეხურები, რომელიც ღია ცის ქვეშ არის? რა მასალით შეიძლება მოვაპირკეთოთ აუზი? დაგვეთანხმებით, რომ ფასადის დიზაინი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ პოზიტიურ განწყობას, რომელიც აგარაკზე შესვლამდე გიჩნდებათ.



კონსულტაცია ნაცნობ დიზაინერთან გავიარე, რომელმაც მირჩია, რომ უამრავი თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალიდან
მეაგარაკეები უპირატესობას მაინც ბუნებრივ ქვებზე აკეთებენ. მაგალითად, კარგი გარე ფასადის მოსაწყობად იყენებენ ისეთ ბუნებრივ ქვებს, როგორებიცაა ტრავერტინი და გრანიტი.
ტრავერტინი მსუბუქია და მისი დამუშავებაც შედარებით მარტივია. ამ მახასიათებლების გამო მას ხშირად იყენებდნენ ძველი რომაელები. მაგალითად, კოლიზეუმი ტუფითაა ნაგები, ხოლო გარედან შემოსილია ტრავერტინით.
საქართველოში ტრავერტინი კარგადაა გამოხატული თრუსოს ხეობაში. გვხვდება ასევე მდინარე პატარა ლიახვის სათავესა და მდინარე ლეხურას ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე; დასავლეთ საქართველოში ტრავერტინი გვხვდება რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში.
ტრავერტინის ქვები შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ გარე ფასადის მოსაპირკეთებლად, ასევე, აუზის მოსაპირკეთებლად. მისი ბუნებრივი სილამაზის გამო ხშირად ტრავერტინს ინტერიერის, აბაზანის ან ბუხრის მოსაპირკეთებლადაც იყენებენ.


თავისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების წყალობით გრანიტი საუკეთესო სამშენებლო ყინვაგამძლე მასალაა. მასიურობისა და სიმკვრივის, აგრეთვე, ფართო ფაქტურული შესაძლებლობების გამო მონუმენტური ქანდაკებისთვისაც იყენებენ. გრანიტის ფილები იდეალურია ღია ცის ქვეშ გამოსაყენებლად, აივნებზე, კიბის საფეხურებზე, ფასადზე, ისევე, როგორც ინტერიერში სხვადასხვა დანიშნულებით, თუნდაც ბუხრის მოსაპირკეთებლად.


რატომ უნდა ავირჩიოთ გარე ფასადის მოსაწყობად სწორედ ეს ბუნებრივი მასალა - ტრავერტინი და გრანიტი, ამ კითხვაზე პასუხისათვის „ზოდის“ მარკეტინგის წარმომადგენელს მივმართეთ, რადგან ამ კომპანიას ბუნებრივი ქვების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს.
„თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, გარე ფასადის მოსაწყობად ახლა აქტიურად იყენებენ ტრავერტინს. საქართველოში ტრავერტინით ბევრი ნაგეგობაა მოპირკეთებული. რაც ყველაზე მთავარია, არის ყინვაგამძლე. გამოიყენება ასევე ფილებად, აუზების ფასადის მოსაპირკეთებლად.

არსებობს დამუშავებული და დაუმუშავებელი, ფორებიანი და შევსებული ტრავერტინი. მათ შორის არჩევანი მომხმარებლის გემოვნების საკითხია. გამოყენების თვალსაზრისით, ყველა ერთნაირად გათვლილია მრავალწლიან ექსპლოატაციაზე და შენობის ფასადს ბუნებრივი ქვის სილამაზეს აძლევს.
ჩვენს კომპანიას ჰყავს ექსკლუზიური მომწოდებლები. ასე რომ, გვაქვს საშუალება, ტრავერტინი საუკეთესო ფასად შევთავაზოთ ბაზარს.

რაც შეეხება ბუნებრივ გრანიტს, მისი ბევრი ნაირსახეობა არსებობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ფერების ყველაზე დიდი არჩევანი. ბრაზილიური გრანიტის კოლექცია დიზაინერების დიდი მოწონებით სარგებლობს. ჩვენ გვაქვს ქვის საამქრო, სადაც დიდი ზომის ფილებს სასურველ ზომაზე ვჭრით მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ზოგადად, გარე ფასადის მოსაწყობად ბუნებრივი ქვის გამოყენება უკეთესია, რადგან არის ყინვაგამძლე, ეკოლოგიურად სუფთა და ათწლეულების განმავლობაში ერთგულად გემსახურებათ“.

sponsored by ContentRoom

თეა ბეჟიტაშვილი

კომენტარები (4)
გიორგი
შემოთავაზებული მასალებიდან არცერთი არ არის სამწუხაროდ ქართული წარმოების თუმცა საქართველოში მოიპოვება ისეთი სამშენებლო მოსაპირკეთებელი მასალები რომელიც არ ჩამოუვარდება ზემო აღნიშნულს მაგალითAდ ჭოგნარის ეკლერის ქვა და აშ კარგი იქნება თუ იზრუნებენ სამშენებლო ჰიპერმარკეტები და დაინტერსედებიან
ნიკა
თეიმურაზ, მართალს ბრძანებთ - გარე ფასადი ასეთი ცნება არ არსებობს -უფრო სწორედ კი არის ტავტოლოგია, ხოლო ოქსიმორონი ეწოდება ურთიერთგამომრიცხავი ცნებების კომბინაციას, მაგ. ცხელი სიცივე.
მეგი
სწორია, მეც თვალში მომხვდა. ფასადი ისედაც გარეს ნიშნავს, შიდა-ინტერიერია.
თეიმურაზ
ქალბატონო თეა, საინტერესო მასალაა. ერთი შენიშვნა მიიღეთ, გეთაყვა: გარე ფასადი - ასეთი ცნება არ არსებობს. ეს ოქსიუმორონია! უბრალოდ უნდა დაწეროთ ფასადი!
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
22 წლის გოგონა ამპუტირებული ფეხით პირველად გამოჩნდა ცნობილი ჟურნალის გარეკანზე
14:31 / 22-02-2018
22 წლის ბრიენა ჰუკაბი - ინვალიდი გოგონაა, რომელიც ჟურნალ Sports Illustrated-ის გარეკანზე გამოჩნდა.
"იკრებდა ძალას, ეს ყველაფერი ეთერში არ ეჩვენებინა..." - რას ამბობს "პროფილის" პროდიუსერი მაია ასათიანის შესახებ
14:16 / 22-02-2018
თოქ-შოუ "პროფილი" დროებით ეთერში აღარ გავა. ამის მიზეზი მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გახდა.
ვინ არის თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა და რას ჰყვება მისი მეგობარი
14:10 / 22-02-2018
თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა ანა ნაცვლიშვილია. გოგონა სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.
ოლიმპიადის ოქროს პრეტენდენტს კაბამ უმტყუნა
13:37 / 22-02-2018
პიონჩანის ოლიმპიადაზე ფრანგული წყვილი მეტად არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა: ციგურაობისას მოკლე პროგრამაში გაბრიელა პაპადაკისს კაბამ უმტყუნა და მკერდი მოუშიშვლდა.
კონკურს ”გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებული წიგნები კომპლექტის სახით გამოიცა
13:34 / 21-02-2018
დიდი ლიტერატურული კონკურსი ”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018” იწყება, მანამდე კი კონკურსის გასული წლის რჩეულები რეალური ბესტსელერის ავტორები ხდებიან.
ნათია დუმბაძემ ამერიკაში მეორე შვილი გააჩინა
12:35 / 19-02-2018
მომღერალი ნათია დუმბაძე ორსულობის ბოლო თვეებში ქმართან ამერიკაში გაემგზავრა და გუშინ „ნანატრი“ გოგონაც გააჩინა.
რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს კაცების დღეს? საჩუქრების ორიგინალური იდეები
12:01 / 19-02-2018
საჩუქრებს ხშირად ვჩუქნით საყვარელ ადამიანებს ვალენტინობის დღესასწაულზე, ახალ წელს, დაბადების დღეზე... ზოგმა არც კი იცის, რომ 23 თებერვალი მამაკაცების დღეა.
დიდი სახალხო ლიტერატურული კონკურსი ”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ იწყება!
11:00 / 19-02-2018
გრანდიოზული, სახალხო და უკვე ძალიან წარმატებული ლიტერატურული პროექტი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მეორე სეზონს იწყებს.
კიდევ ერთი ფინჯანი? 7 მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიო ყავა (+ გიფები)
12:39 / 17-02-2018
ქალების უმეტესობა დილას ყავის სმით იწყებს, მაგრამ არსებობენ ისინიც, ვინც ამ სასმელს არ სვამს.
ბიზნესმენები, მილიარდერები და ვარსკვლავები - ოსი ოლიგარქის ქალიშვილის ქორწილმა მთელი რუსეთი აალაპარაკა
14:17 / 15-02-2018
რუსეთის საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ვლადიმირ ტუგანოვმა 20 წლის ქალიშვილი გაათხოვა
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი