აჭრელდება ახლა სოციალური ქსელები შვებულების დროს გადაღებული ფოტოებით, მაგრამ იცით, რომ გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის უმეტესობაში ისინი აგრესიას იწვევენ?..
ადამიანები ღიზიანდებიან, როცა ხედავენ ძველი შენობების, პლაჟების, იაფფასიანი კოქტეილების ფოტოებს, სადაც ალკოჰოლზე მეტი შაქარია.
მაგრამ 77 პროცენტი მაინც აქვეყნებს შვებულების ფოტოებს. ყოველი მეხუთე სატრაბახოდ, ყოველი მეათე, რათა შური გამოიწვიოს ახლობლებში.
ძველად, შვებულების ფოტოებს კურორტებიდან დაბრუნების შემდეგ ბეჭდავდნენ და სამახსოვროდ ინახავდენ. ახლა იღებენ და მომენტალურად დებენ სოციალურ ქსელებში. გაბრაზებული ადამიანები კი ბოროტულ კომენტარებს არ იშურებენ.
ამიტომ, იქნებ დაფიქრდეთ, სანამ სოციალურ ქსელში თქვენს ფოტოს გამოაქვეყნებდეთ, რა რეაქცია მოჰყვება მას მნახველებში.