თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ცხოვრების დაუვიწყარი დღის საუცხოოდ გატარება, ლამაზი გარემოს შექმნა და ორიგინალური წვეულების მოწყობა, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი საინტერესო და კრეატიული კომპანია „მილანესა“ გამოჩნდა, რომელიც დაგეხმარებათ წვეულებების გაფორმებასა და ორგანიზებაში.
კომპანია „მილანესამ“ უკვე უამრავ ადამიანს გაულამაზა საღამო. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენთის სასურველი დღე დღესასწაულად იქცეს, მაშინ „მილანესას“ დიზაინერები შეგიქმნიან ექსკლუზიურ და კრეატიულ გარემოს, რათა თქვენი წვეულება მთელი ცხოვრების მაძილზე სასიამოვნო გასახსენებელი იყოს.
ქორწილების, ხელისმოწერის ცერემონიის, ნიშნობების, კორპორატიული საღამოების, დაბადების დღეების და დღესასწაულების ორიგინალურად გაფორმება თუ 3D ბანერების დამზადება - ამ ყველაფერს თქვენთვის იტალიიდან მოწვეულ დიზაინერთან ერთად ქართველი დიზაინერები შექმნიან.
ქორწილის აღნიშნვა ყველა დროში მნიშველოვანი იყო, დღესაც საქართველოში დიდ ყურადღებას აქცევენ თუ როგორ გამოიყურება საქორწინო გარემო, როგორაა მორთული მაგიდები, სკამები, ბაღი და ნებისმიერი დეტალი. სწორედ ამიტომ „მილანესა“ ყოველი დღესასწაულისთვის ექსკლუზიურ დეკორაციას ქმნის, მომხმარებელს კი „მილანესასთან“ თანამშრომლობისას აქვს გარანტია, რომ იგივე დეკორაციას სხვის ქორწილში არ იხილავს. ჩვენ კომპანიის შექმნის იდეის ავტორს თათია დონაძეს ვესაუბრეთ:
„ჩვენ კომპანია საქართველოს ბაზარზე რამდენიმე თვეა რაც შემოვიდა, თუმცა ეს სფერო ჩემთვის და ჩვენი დიზაინერებისთვის ძალიან ნაცნობია და მრავალწლიანი გამოცდილება გვაკავშირებს. თავიდან საქორწილო დიზაინის შექმნით დავიწყეთ, დროთა განმავლობაში კი ჩვენს მომსახურებას სიახლეებიც შევმატეთ. ჩვენთვის დიდ სიამოვნებას წარმოადგენს ჩვენი მოხმარებლისთვის ქორწილების და მათთვის დაბადების დღეებს, ფურშეტებს და ყველა სასურველ დღეს, რომელიც მათთვის დღესასწაულად უნდა იქცეს.
ყველაფერს ექსკლუზიურად ვაკეთებთ, ყოველი დეკორაცია, რომელიც რომელიმე საღამოსთვის იქმნება, მხოლოდ იმ კონკრეტულ საღამოზე გამოიყენება. ამ ყველაფერს ჩვენი დიზაინერები ქმნიან. გვყავს ქართველი დიზაინერები, ამ ზაფხულს კი იტალიიდან გვესტუმრა დიზაინერი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენთან ერთად იმუშავებს, დიზაინერები გაეცნობიან ახალ ტენდენციებს, ხოლო მომხმარებელს საშუალება აქვს ისეთი დიზაინის წეულებები შექმნან, რომელიც საქართველოში ყველასგან განსხვავებული, კრეატიული და ლამაზი იქნება.
ჩვენი მომსახურება საკმაოდ ხელმისაწვდომია, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვერგოთ მომხმარებლის ფინანსურ შესაძლებლობებს, შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან მდიდრული საღამო და ამავე დროს, შეგვიძლია გავაკეთოთ მოკრძალებული წვეულებაც, რომელიც ძალიან ლამაზი იქნება. ჩვენ სხვადასხვა პაკეტს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს და ჩვენი დიზაინერები მაქსიმალურად ცდილობენ მათთვის ორიგინალური გარემო შექმნან. „მილანესა“კი შექმნილია შენთვის“
იხილეთ ფოტოგალერეა
ეკა გადახაბაძე
R