თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, შემზარავი მკვლელობა მოხდა.
19 წლის გოგონას ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. თვითმხილველების თქმით, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ჭრილობები ცივი იარაღით იყო მიყენებული.
მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ უკვე დააკავა გარდაცვლილის ბიძაშვილი რ.ა. სწორედ მასთან ერთად ცხოვრობდა მოკლული გოგონა დეიდის სახლში. როგორც მეზობლები ყვებიან მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ბიძაშვილი დაკარგული იყო და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. სამართალდამცველებმა ის ფოთში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა.
გარდაცვლილი გოგონა სახლში სწორედ ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც თავად ამ ბიჭს ეძებნდნენ. გაგრძელება