13 წლის თაკო ფერაძე - ბულგარეთში გასტროლებზე მიმავალი მომღერალი გოგონა ავარიას ემსხვერპლა, რიკოთის გზაზე.
ზუსტად სამი წლის წინ, 15 ივლისის ღამეს, 16 ივლისი რომ თენდებოდა, ბულგარეთის გასტროლზე მიმავალ ბავშვებით სავსე ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა და დედისერთა თაკოს სიცოცხლე შეიწირა.
აი, როგორ იხსენებდა მაშინ თაკოს მამა პეტრე კვარაცხელია, რომლის ქალიშვილის კლასელიც იყო თაკო და ამ ოჯახთან მას ნათელ-მირონიც აკავშირებდა:
"თაკო ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო თავისი ნიჭიერებით, უბრალოებით, ხასიათით და ბუნებით. ჩემს შვილთან ახლო მეგობრული
ურთიერთობა ჰქონდა. სამი წლის წინ ჩვენ გაგვიჩნდა მეექვსე შვილი, სოფია და სწორედ თაკომ მონათლა ის. გარდა იმისა, რომ ჩვენი ეკლესიის მრევლია, ის იყო ჩვენი ოჯახის სულიერი ნათესავი.
აქედან გამომდინარე ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო, რომელსაც კარგა ხანი ვერ დავივიწყებთ... განაგრძეთ კითხვა mshoblebi.ge-ზე