დღესდღეობით ძალზე პოპულარულია სხეულზე ტატუირების გაკეთება.
თუმცა, ბევრი არ აკვირდება იმას, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს კონკრეტულ ტატუს და რა ტიპის ენერგეტიკით აჯილდოებს იგი მფლობელს. ჩვენ თავი მოვუყარეთ ყველაზე მოდური ტატუ-სიმბოლოების ჩამონათვალს და მცირე ინფორმაციას მოგაწვდით მასზე.
ვარდი - წითელი ბედნიერი სიყვარულია. შავი - დანაკარგი პარტნიორულ ურთიერთობაში. პეპლა - ადამიანში შინაგან ტრანსფორმაციაზე მიანიშნებს. თქვენ შეძლებთ უკეთესი გახდეთ. საკურა (ალუბლის ყვავილი) - სულით თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. თქვენ გახსნილი ხართ სიახლეებისთვის. ჭიამაია - მიჩნეულია, რომ ფულსა და ბარაქას მოგიტანთ. ფრთები - დაცვითი ფუნქცია აკისრია. ასე მფარველი ანგელოზი გიცავთ. ლოტოსის ყვავილი - თუკი თქვენ რეინკარნაციისა და სულის მოგზაურობის გჯერათ, სათქვენოა ეს ტატუ. კოლიბრი - მოგცემთ ძალას, რომ გაუძლოთ ნებისმიერი ტიპის ცხოვრებისეულ დარტყმებს. მზე და მთვარე ერთად - ადამიანის უნივერსალურობის სიმბოლოა. ბაბუაწვერა - მიანიშნებს, რომ ტატუს მფლობელი ცხოვრების თითოეულ წუთს აფასებს. ღუზა - თავდაჯერებას მოგცემთ. ჟირაფი - ადამიანი, რომელიც მაღალ იდეალებზე ოცნებობს. გაგრძელება