ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა რამდენიმე დღის წინ ერთადერთი ქალიშვილი ნიტა არდიშვილი გაათხოვა.
ქორწილის ფოტოები თეამ სამადლობელ პოსტთან ერთად გამოაჩინა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ლისის ტბაზე გამართულ მისი ქალიშვილის ქორწილის გალამაზებაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, რა თქმა უნდა, მშვენიერი საპატარძლო კაბის დიზაინერს დათუნა სულიკაშვილს:
"...უდიდესი მადლობა ჩემს უსაყვარლეს დიზაინერს დათუნა სულიკაშვილს. ეს იყო მსოფლიო კლასის ნამუშევარი... პოდიუმზე თუ ოფიციალურ მიღებებზე, მისი სილუეტების ნახვისას ბევრჯერ მიფიქრია და მიოცნებია, ჩემს შვილს მისი ბედნიერების დღეს დათუნას კაბა ჩაეცვა და ეს ოცნება ავიხდინე... წინ კიდევ ბევრი მიზნების, ოცნებების და სიყვარულის მწვერვალების დაპყრობაა - ბედნიერება ჩემს ერთადერთ გოგოს და მის კარგ რჩეულს". დაათვალიერეთ ფოტოები