16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, სასტიკი დანაშაული მოხდა - 19 წლის ანა ხელაძე დეიდის ბინის საძინებელში ყელგამოჭრილი იპოვეს.
განზრახ მკვლელობის ბრალდება ანას ბიძაშვილს, 22 წლის რობერტ ახალაიას წაუყენეს. ის ფოთში დააკავეს.
ოჯახის ახლობელმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
"რობერტის მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ორი ვაჟი ჰყავს. პატარები იყვნენ, მშობლები რომ დაშორდნენ. ბავშვები დედამ რუსეთში წაიყვანა, მაგრამ მამამისმა უკან ჩამოიყვანა და აქ გაიზარდნენ. გაგრძელება