ინდური აიურვედა - უძველესი სამედიცინო სისტემაა. ცხოვრების აიურვედული წესი ადამიანის საერთო კეთილდღეობაზე დადებითად ზემოქმედებს, რადგან ეფუძნება სხეულის ბუნებრივ რიტმებზე.
აიურვედას დიეტური პრაქტიკა და ჩვევები მყისიერ შედეგს არ იძლევა, რადგან ნელა და საგულდაგულოდ მუშაობს სხეულთან და გონებასთან, მყარი შედეგების მისაღებად.
ჩვენს დღეებში, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, სტრესი და მჯდომიარე სამსახური, ქრონიკული დაავადებების გავრცელებას იწვევს: დიაბეტს, სიმსუქნესა და ჰიპერტონიას. ამიტომ, როგორც მინიმუმ, 10 ჩვევა უნდა შეიძინოთ, რომლებიც დაგეხმარებათ თანამედროვე სამყაროშიც კი ჯანმრთელი დარჩეთ.
ადრეული და მსუბუქი ვახშამი
როგორც ძველი სიბრძნე გვასწავლის, "ისაუზმეთ როგორც მეფემ, ივახშმეთ როგორც უპოვარმა". დარწმუნდით, რომ თქვენი ვახშამი - დღის ყველაზე მსუბუქი საჭმელია. შემოიფარგლეთ მცირე ულუფებიღ, დაამატეთ სალათები, ერიდეთ ალკოჰოლს. დაასრულეთ ვახშამი 20:00 საათზე.
ადრე დაიძინეთ
გვიანობამდე როცა არ ვიძინებთ, ირღვევა ცირკადული რითმები. როცა დაწვებით, გათიშეთ ტელეფონი, კომპიუტერი, მოადუნეთ სხეული და გონება. შუქის გამორთვაც დაგეხმარებათ მელატონინის გამომუშავებაში, რაც ძილს იწვევს. რაც უფრო ადრე დაწვებით, მით უფრო ხალისიანი გაიღვიძებთ დილით.
დილის რიტუალი
როგორც კი გაიღვიძებთ, გაიხარეთ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ხართ, ჩაიხედეთ სარკეში და გაუღიმეთ საკუთარ თავს. თუ იოგის პრაქტიკას გადიხართ, გააკეთეთ რამდენიმე ასანა. წაიკითხეთ წიგნი ან მოუსმინეთ კარგ მუსიკას. დრო რომ საკმარისი იყოს, გაიღვიძეთ გათენებამდე, "ბრახმა მუხურტამის" დროს - 4-დან 6 საათამდე.
ტუალეტი და აბაზანა
საუზმემდე წადით ტუალეტში, მიიღეთ თბილი აბაზანა. საჭმლის ჯანსაღი მონელება დიდ როლს ასრულებს მთლიანი კეთილდღეობის ხელშეწყობაში.
ჯანსაღი საკვები
მიირთვით მეტი ახალი მწვანილი, ხილი, ბოსტნეული ცილებით. ერიდეთ ცხიმიან გადამუშავებულ პროდუქტებს. დაუმატეთ სუნელები რაციონში იმუნიტეტის ასამაღლებლად.
ჩაიტარეთ მასაჟი
ეს დაგეხმარებათ საკუთარი სხეულის გამოკვლევაში მტკივანი ადგილების ან მივიწყებული იარების აღმოსაჩენად. ყველდღიური მასაჟი დაგამშვიდებთ და კანს მბზინვარეს გახდის. ჩაიტარეთ აბაზანის მიღებამდე
იყავით სიჩუმეში
ყოველდღიური ხმაუური მუდამ თან გვახლავს ყველგან. ყველაზე უკეთესი რამ, რაც დილით შეგიძლიატ გააკეთოთ - მოუსმინოთ სიჩუმეს. თანდათანობით, შინაგან სიჩუმეს მიაღწევთ და დღის რაღაც მონაკვეთში მარტო არჩენის სურვილი გაგიჩნდებათ. ეს დაამშვიდებს გონებას და უფრო გაგიადვილებთ მედიტაციაში ჩაფლობას.
გააკეთეთ გააზრებული არჩევანი
ერიდეთ შეფუთულ სნეკებს და გადამუშავებულ პროდუქტებს, მძიმე, მარილიან და ტკბილ საკვებს. შეიძინეთ ორგანული ხილი და ბოსტნეული და შეზღუდეთ ცხოველური წარმოშობის საკვების მიღება.
იზრუნეთ საკუთარ რეცეპტორებზე
გრძნობების ორგანოები გამუდმებით მუშაობს, ამიტომ აღსადგენად დრო სჭირდება. თუ კომპიუტერთან მუშაობთ, გააკეთეთ შესვენება თვალებისთვის. მასაჟის დროს ნუ დააიგნორებთ ყურებსა და ნესტოებს. დილის ტუალეტის დროს გაიწმინდეთ ენა, რომელზეც მიკრობები გროვდება.
ნუ მიეცემით სტრესს
სტრესი ჩვეი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მიუხედავად ამისა, დადებითი ემოციები გვიბიძგებს განვითარებისკენ, იმ დროს, როცა ნეგატიური ემოციები ფიზიკურად და გონებრივად გვანგრვს.
თუ გრძნობთ, რომ სამსახური ან ურთიერთობა ენერგიას გართმევთ - უარი თქვით მათზე, სანამ გვიანი არ არის. ნუ ჩაუღრმავდებით წარსულს და იცხოვრეთ დღევანდელი დღით. შეისვენეთ და ნუ დაიძაბებით.