დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა - ავარიული სახლის ჩამონგრევისას, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ნგრევისა და ყვირილის ხმა გაიგეს და ადგილზე მისულებს ნანგრევებში მოყოლილი მუშები დახვდნენ.
სახლის დემონტაჟის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის წალენჯიხის რაიონიდან არის. თბილისში მამაკაცი ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა.
ამასთან, ნგრევის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. გაგრძელება