ქართველი "ფეისბუქ-მომხმარებლების" ნაწილი დილიდან აქტიურად განიხილავს უცნაურ ზარს, რომელიც მათ ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა.
ზარი განხორციელდა შემდეგი ნომრებიდან: +675 7089 4040; +675 7089 4035; +675 7089 4025. საქართველოს მოქალაქეებს ამ ნომრებიდან ზარი მობილურ ტელეფონზე ბოლო ორი დღეა შესდით. როგორც ირკვევა, აღნიშნული კოდი და ნომერი პაპუა ახალ გვინეაშია რეგისტრირებული, კერძოდ, ქალაქ გოროკაში.
"კვირა დილას რომ პაპუა ახალი გვინეიდან დაგირეკავენ, რა უნდა იფიქრო?"; "რაღაც მაიმუნობაა, გუშინ საღამოს ჩემთანაც შემოვიდა მაგ ნომრიდან ზარი"; "დღეს მეც მომიკითხეს, დილიდან შეტევაზე არიან, როგორც ჩანს" - წერენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები.
გაგრძელება