სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ავტორი "GEM FEST"-ის დაცარიელებულ ტერიტორიას აჩვენებს.
ვიდეოს ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი კაფეს თანამშრომელი ავრცელებს, რომლის თქმითაც, "ტერიტორია უკაცრიელია".
"ერთთვიანი ფესტივალი სინამდვილეში ერთდღიანი იყო. გახსნის დღიდან ასე იყო. მხოლოდ Solomun-ზე ჩამოვიდა მაქსიმუმ 10 ათასი კაცი და მეორე დღესვე წავიდა. ყველა, 100-ვე "ვენდორი" (გამყიდველი) დაზარალდა, ჩვენი კაფეც დავშალეთ. ყველას ვალი აქვს, არავის უმუშავია", - ამბობს მოქალაქე ვიდეოში.
რა ვითარებაა ამ დროისათვის ფესტივალის ტერიტორიაზე და რატომ არ არიან დამსვენებლები - ამის გასარკვევად "ბიზნესპრესნიუსი" ფესტივალის ორგანიზატორებს დაუკავშირდა.
გაგრძელება+ვიდეო