თურქეთს მასობრივად ტოვებენ ბავშვიანი ტურისტები, რადგან იქ კოქსაკის ვირუსი გავრცელდა საკმაოდ სწრაფად, განსაკუთრებით, ქვეყნის ზღვის კურორტებზე.
განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია ამან რუს და უკრაინელ ტურისტებში, რომლების ბავშვებიც დაავადდნენ ამ ვირუსით და რუსეთში უკვე მოუწოდებენ კიდეც მათი ქვეყნის მოქალაქეებს, რაც შეიძლება მეტად დაიცვან სიფრთხილის ზომები და გაუფრთხილდნენ ბავშვებს.
თურქეთის ნესტიანი და ცხელი კლიმატი იდეალურია ამგვარი ეპიდემიის გასავრცელებლად. ამ ვირუსის ვაქცინა არ არსებობს, მხოლოდ სიმპტომებთან შეიძლება ბრძოლა. წაიკითხეთ, რა დაავადებაა კოქსაკის ვირუსი...