გეგმავთ ბინის შეძენას, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი თანხა? იპოთეკური სესხის საშუალებით თქვენ მარტივად შეძლებთ დაფინანსების მიღებას და უძრავი ქონების შეძენას.
აღნიშნული ტიპის კრედიტი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს უფლება აქვს, გახდეს ქონების მფლობელი, თუ ვერ დაფარავთ ვალდებულებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ აღნიშნული ტიპის კრედიტი და გაითვალისწინოთ გადახდის შესაძლებლობა.
იპოთეკური სესხი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტია, რომლის საშუალებით შესაძლებელია ბინის, აგარაკის შეძენა. Credy24 საშუალებას გაძლევთ, ერთ სივრცეში გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის იპოთეკური სესხის პირობას, შეადაროთ საპროცენტო განაკვეთები, მინიმალური და მაქსიმალური თანხის ოდენობა ერთმანეთს და ონლაინრეჟიმში მოითხოვოთ თანხა. კრედი 24-ის იპოთეკური სესხი თქვენზე მორგებული პირობით შეგიძლიათ მიიღოთ.
სესხის პირობა დამოკიდებულია საკრედიტო ისტორიასა და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. კრედიტორი აფასებს მსესხებლის შემოსავლის ოდენობას, გარანტიას. თუ მომხმარებლის გადახდისუნარიანობა არასაკმარისია, მოითხოვება გარანტორი, რომელიც სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში პასუხისმგებელი იქნება თანხის დაფარვაზე. იპოთეკური სესხის აღებისას გასათვალისწინებელია დამატებითი ხარჯები:
• საპროცენტო განაკვეთი;
• სესხის გაცემის საკომისიო;
• სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო;
• უძრავი ქონების დაზღვევის ღირებულება.
Credy24.ge-ზე იპოთეკურ სესხებთან ერთად წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის კრედიტი, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი. ვებგვერდზე წარმოდგენილია ონლაინსესხები, რომელიც საუკეთესო საშუალებაა თანხის სწრაფად მისაღებად, ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე. სერვისის უპირატესობა მარტივად ხელმისაწვდომობაში, სისწრაფეში გამოხატება. ონლაინსესხი ხშირად ერთადერთი გამოსავალია გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემის დროს. განსაკუთრებით, იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც არ შეუძლია სესხის აღება ბანკიდან, უარყოფითი საკრედიტო ისტორიის თუ სტაბილური შემოსავლის არქონის გამო. ონლაინ სესხების მოსაძებნად ეწვიეთ "კრედი24"-ის ვებგვერდს და გაეცანით შეთავაზებებს.
გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლებსაც დამატებითი ფინანსური რესურსი სჭირდება, უამრავია. ეს შეიძლება იყოს ტექნიკის ან ავტომობილის გაფუჭება. ხარჯი სადღესასწაულო დღეებში, რომელსაც დამატებითი თანხა სჭირდება, თუმცა ყველა სიტუაციაში სესხის აღება არ ღირს. სწორედ ამიტომ სწრაფი სესხი მხოლოდ მაშინ აიღეთ, როცა იცით, რომ თვის ბოლოს მის დაფარვას შეძლებთ და ამისათვის საჭირო ფინანსური რესურსი გექნებათ. ამით თავიდან აირიდებთ ფინანსურ პრობლემებს და ვალდებულებებს დროულად დაფარავთ.
ონლაინსესხი საბანკო კრედიტების ალტერნატივაა, რომელიც გამოირჩევა კომფორტული პირობებითა და მოქნილობით. თუ ბანკში თანხის მიღების პროცესი განგძლივია და გჭირდებათ დოკუმენტების შეგროვება, მისვლა ფილიალში და ლოდინი, ამასთან, ხშირად უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღება სესხის დამტკიცებაზე და კარგავთ დროს, სწრაფი სესხის მომსახურება გაცილებით კომფორტულია, რადგან ინტერნეტით ავსებთ განაცხადის ფორმას და ნებისმიერ ადგილას იღებთ საჭირო თანხას. მომსახურებით სარგებლობა 24 საათის მანძილზე შეგიძლიათ. მთავარია, გქონდეთ საბანკო ანგარიში, რომელზეც დაგერიცხებათ სესხის თანხა, იყოთ საქართველოს მოქალაქე, 20-დან 65 წლამდე, გქონდეთ მობილური ტელეფონის ნომერი და პირადობა.
თუ სასწრაფოდ გჭირდებათ ფული, აირჩიეთ Credy24. მოითხოვეთ სასურველი ტიპის, გრძელვადიანი ან მოკლევადიანი სესხი და მარტივად მიიღეთ თანხა თქვენს საბანკო ანგარიშზე. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაგეხმარებათ საუკეთესო საკრედიტო კომპანიის შერჩევაში. სანდო პარტნიორებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება გონივრული არჩევანისა და წარმატების გარანტიაა. მიიღეთ თანხა მარტივად, ზედმეტი პროცედურების გავლის გარეშე, შეარჩიეთ საუკეთესო პირობის საკრედიტო პროდუქტი და დაზოგეთ ხარჯები.
R