თოქ-შოუ "პროფილი" "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალ სეზონზე სულ მალე დაბრუნდება.
ახალი სეზონის პირველი პრომო უკვე გავიდა ტელეკომპანიის ეთერში. ცოტა ხნის წინ "პროფილის" "ფეისბუქის" გვერდზე მაია ასათიანის ემოციური მიმართვა გავრცელდა:
"თავიდან მეგონა, მარილიანი რომ იყო, იმიტომ მოსწონდა, მერე მივხვდი... რა შუაშია, ცრემლს რომ მარილის გემო აქვს.. მოდის, თათებს მუხლებზე მიწყობს, სახე სახესთან მოაქვს და ცრემლების ლოკვას იწყებს. ასეთს მხოლოდ ეს პატარა მგელი მხედავს, ნუცას მგელი! სხვას ასეთი -არავის დავენახები - დაცემული! ასე ვუთხარი ჩემს თავს - რომ ყოველი დილა უნდა დაღამდეს და ყველა დღე, რომელიც ჩემს შვილთან შეხვედრამდე დამრჩა, უნდა ვიცხოვრო, როგორც ცოცხალმა! ჰოდა, ნუ გიკვირთ!
არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს! ამას ვერავინ ნახავს-ვერასდროს! განაგრძეთ კითხვა