ერთ-ერთი თვითმხილველის, გიორგი ნიაზაშვილის ინფორმაციით, დაინახა, თუ როგორ საუბრობდნენ ხმამაღლა მამაკაცი და ქალი "პიქსელის ცენტრის" მიმდებარედ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ზურგში ჭრილობა ორჯერ მიაყენა.
მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანება ყელის არეში მიიყენა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ქალს დაცვის თანამშრომლის ფორმა ეცვა.
მისივე თქმით, მამაკაცი სხვა დროსაც შეუნიშნავს ტერიტორიაზე.
"მამაკაცი ადრეც შემიმჩნევია ტერიტორიაზე. მე როდესაც დღეს დავინახე, ხმამაღლა საუბრობდნენ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალი ზურგის არეში ორჯერ დაჭრა და შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა", - განაცხადა თვითმხილველმა გიორგი ნიაზაშვილმა. იხილეთ ფოტოები