“ფოტოჰოლიკი” (photoholik) - ეს ტერმინი ახლახან გაჩნდა და ასე იმ ადამიანებს უწოდებენ, რომლებსაც უყვართ ბევრი ფოტოის გადაღება.
მართლაც, 21-ე საუკუნეში მსგავსი „დაავადება“ მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენგანს გვაწუხებს. რთულიც კი არის, ინტერნეტის და ფოტოაპარატის სამყაროში თავი შეიკავო ფოტოების გადაღებისგან. უფრო მეტიც, იმის ცოდნა, რომ კარგი ფოტოები გარანტირებული გვაქვს, მეტ-ნაკლებად ზრდის კონკრეტულ ადგილას ვიზიტის მოტივაციას.
რა თქმა უნდა, ფოტოების გადაღებისკენ მიდრეკილება ინტერნეტის დამსახურებაც არის, ადამიანები უზიარებენ ერთმანეთს საინტერესო ადგილებს, რომელთა ნახვამაც აღაფრთოვანა ისინი. თითქოს ფოტოებს ის შთაბეჭდილებაც მოჰყვება, რასაც გრძნობდი კონკრეტული ადგილის ნახვის და ფოტოს გადაღების დროს.
გადავწყვიტე, გაგიზიაროთ რამდენიმე ადგილი, სადაც ზაფხულის მიწურულს დასვენებას და თქვენი სოციალური ქსელისთვის, ან უბრალოდ, სახლის ფოტოალბომის გასამრავალფეროვნებლად ლამაზი ფოტოების გადაღებას შეძლებთ:
1. თუ ჯერ კიდევ ბათუმში იმყოფებით ან „ხავერდოვან სეზონზე“ გეგმავთ იქ წასვლას, აუცილებლად ეწვიეთ პრემიუმ კლასის სასტუმრო Sheraton Batumi-ს მე-20 სართულზე მდებარე 360 Sky Bar & Restaurant-ს, სადაც შავი ზღვის პანორამული ხედების ფონზე ნამდვილად საოცარი ფოტოების გადაღებას შეძლებთ.
2. სოციალურ ქსელში ალბათ ხშირად შეხვედრიხართ ულამაზესი ციხისძირის ფოტოებს, პრემიუმ კლასის სასტუმრო Castello Mare Hotel & Wellness Resort-ში. ეს ადგილი, თავისი ხედებით, მართლაც იდეალურია როგორც ფოტოების გადასაღებად, ასევე დასასვენებლად.
3. თუ ზაფხულის სეზონის დასრულებას ანაკლიაში გეგმავთ, აუცილებლად ეწვიეთ აქ მდებარე სასტუმროს The Golden Fleece / „ოქროს საწმისი“. სასტუმროს გამწვანებულ ეზოში, ანაკლიის ზღვის ულამაზესი ხედით ნამდვილად საუკეთესო ფოტოების გადაღებას შეძლებთ.
4. ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა რამდენიმედღიანი ტურების მოწყობა საქართველოს გარშემო. ეს ნამდვილად იდეალური საშუალებაა ჩვენი ქვეყნის უკეთ გასაცნობად და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მისაღებად.
შეგიძლიათ რამდენიმედღიანი ტურით გაემგზავროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: სვანეთში, რაჭაში ან ჯუთაში, სადაც ნებისმიერ სეზონზე ულამაზესი ფოტოების გადაღებას შეძლებთ.
5. ლამაზი ფოტოების გადასაღებად და დასასვენებლად დასავლეთში წასვლა სრულებითაც არ არის აუცილებელი. თუ თქვენი შვებულება უკვე ამოწურეთ და ბევრი დრო არ გაქვთ ქალაქიდან გასასვლელად, მარტივად შეგიძლიათ შაბათ-კვირას ბაზალეთში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო Griff Inn Bazaleti-ს ესტუმროთ. აქ სუფთა ჰაერით ტკბობასაც შეძლებთ და კარგი ფოტოების გადაღებასაც.
6. თუ თქვენ უფრო აქტიურ ცხოვრებას ირჩევთ და სასტუმროში ჯდომას გარემოს დათვალიერება გირჩევნიათ, მაშინ მოინახულეთ ბაზალეთი და მის მიმდებარედ არსებული ულამაზესი ბუნება ერთდღიანი ტურის საშუალებით. სუფთა ჰაერი და კარგი ფოტოები აქაც გარანტირებული გაქვთ.