„ბიბლუსი გალერეა“ თელავში პირველ ვიზიტორებს ელოდება
„ბიბლუსი გალერეა“ თელავში პირველ ვიზიტორებს ელოდება
„კითხვა უცნობ მეგობრებთან გვაახლოებს“- თქვა ბალზაკმა. მართლაც წიგნი არ არის მხოლოდ გამოცდილებისა და ცოდნის მიღების საშუალება. ის შეიძლება მოგვევლინოს კარგ მეგობრად, ან თუნდაც მრჩევლად საჭირო დროს. იყო დრო, როდესაც იკრძალებოდა კონკრეტული წიგნების კითხვა, იყო დრო ბავშვებს მშობლები აძალებდნენ კითხვას. ამ დროს წიგნის მაღაზიებიც იშვიათობას წარმოადგენდა და ადამიანებს რეგიონიდან რეგიონში, ქალაქიდან ქალაქში უწევდათ გადასვლა წიგნის საყიდლად. თუმცა დღესდღეობით უფროდაუფრო იზრდება ინტერესი წიგნის კითხვის მიმართ და შესაბამისად, იზრდება წიგნის მაღაზიების რაოდენობაც.

2008 წელს, როდესაც დედაქალაქში „ბიბლუსის“ წიგნის პირველი მაღაზია გაიხსნა თაროებზეც ცოტა წიგნი ეწყო და მაღაზიასაც ცოტა მომხმარებელი სტუმრობდა, თუმცა დროთა განმავლობაში ერთის რაოდენობამაც იმატა და მეორისამაც. ამის შემდეგ „ბიბლუსმა“ თავის მკითხველთან ერთად გახსნა ბევრი ახალი ფილიალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შექმნა უპრეცედენტო შემთხვევები, როცა მაღაზიის შესასვლელთან მკითხველების რიგები იდგა, მათი საყვარელი წიგნის მოლოდინში. დროთა განმავლობაში „ბიბლუსის“ ფილიალებმა მკითხველების მრავალფეროვან მოთხოვნას „ბიბლუსი გალერეა“ მოარგო და შექმნა სივრცე, რომელიც წიგნების დიდი არჩევანის გარდა მომხმარებელს ბევრ სხვა საინტერესო პროდუქტსაც სთავაზობს, მათ შორისაა კანცელარიის კუთხე,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ღვინის მაღაზია allwine.ge, იტალიური კაფე„პიატო“ და სხვა.


ამჟამად „ბიბლუსის“ ფილიალები 50-ზე მეტ ობიექტს ითვლის, მათ შორის არის 4 „ბიბლუსი გალერეა“. „ბიბლუსი“ წლიდან წლამდე აფართოვებს მის არეალს. ამჟამად რიგით მეოთხე „ბიბლუსი გალერეა“ 10 სექტემბერს, თელავში, სააკაძისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე იხსნება. ისევე როგორც სხვა „ბიბლუსი გალერეებში“, აქ წიგნებთან ერთად დაგხვდებათ სახლის სხვადასხვა აქსესუარისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანი. გალერეას სივრცეში მოთავსებულია ღვინის მაღაზია Allwine.ge, სადაც სხვადასხვა სახეობის უნიკალური ღვინოების შეძენას შეძლებთ. აქვეა იტალიური კაფე „პიატო“ იტალიური კერძების დიდი არჩევანითა და ღვინის ექსკლუზიური სახეობებით.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 10 სექტემბერს ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით „ბიბლუსი“ თავის მომხმარებელს სიურპრიზს უმზადებს - მთელი დღის განმავლობაში ყველა წიგნი თელავის „ბიბლუსი გალერეაში“ 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
ასე რომ 10 სექტემბრიდან თელავის „ბიბლუსი გალერეა“ გელოდებათ წიგნების ფართო არჩევანითა და სასიამოვნო გარემოთი, სადაც ყველაზე დამღლელი დღის შემდეგაც კი შეძლებთ სრულად განტვირთვას.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რატომ არის შაბათი საუკეთესო დღე წიგნის კითხვისთვის?
17:54 / 22-09-2017
წიგნის კითხვა ადამიანთა დიდი ნაწილისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. დატვირთული სამუშაო დღეები, გაუთავებელი საქმეები, სამსახური, საცობები, ოჯახი, შვილები...
ტოპ 5 სერიალი, რომლებიც თინეიჯერებს ძალიან უყვართ
11:21 / 20-09-2017
წარმოგიდგენთ ტოპ 5 სერიალს, რომელთაც ქართველი თინეიჯერები სულგანაბულნი უყურებენ და მოუთმენლად ელიან ახალ სეზონებს.
ელენე ახვლედიანის შვილიშვილის მრავალშვილიან ოჯახს უსახლკარობა ემუქრება
12:24 / 16-09-2017
ელენე ახვლედიანის შთამომავალს, მისი ძმის შვილიშვილს, უნიჭიერეს მხატვარს და ხელოვანს ირაკლი ახვლედიანს მეუღლესთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად მევახშე მარტის თვეში ბინიდან ასახლებდა.
2017-18-ის ზამთარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება! აი რატომ...
20:50 / 15-09-2017
ევროპის ქვეყნების კლიმატოლოგი-მეცნიერები გვიწინასწარმეტყველებენ, რომ 2017-18 წლის ზამთარი, დედამიწაზე ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება.
"ჩემი ცოლის დაქალების" თიზერმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა
19:47 / 13-09-2017
15 სექტემბერს "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი დაიწყება. სერიალის თიზერი სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და უკვე დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
სკოლისთვის მზადება ასეთი მარტივი ჯერ არ ყოფილა - ყველა სასკოლო ნივთი ერთ სივრცეში
17:48 / 13-09-2017
სულ რამდენიმე დღეც და სწავლა დაიწყება. განახლდება დილის ალიაქოთი სახლში, ქუჩაში თუ ტრანსპორტში. სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი, ბევრი მშობლის მსგავსად, მეც მეზარება, მაგრამ თან მიხარია. ჯერ ერთი, უკვე აღარ ვიცი, რით გავართო და დავაკავო ბავშვები, რომლებიც ყველანაირად ამოვარდნენ რეჟიმიდან.
თეა წულუკიანი სამშობიაროში შვილთან ერთად მივიდა
19:45 / 12-09-2017
დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმ სამშობიაროში, სადაც 6 თვის წინ იმშობიარა, შვილთან ერთად მივიდა.
რამდენი გვეხარჯება სამსახურში კვებაზე და როგორ დავზოგოთ თანხა
15:43 / 11-09-2017
დასაქმებულთა უმრავლესობა სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე სახლში, სამსახურში კვება კი უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე შინ სადილობა.
როდის დაიწყება "ჩცდ"-ის ახალი სეზონი და რა სიახლეები ელის ტელემაყურებელს?
19:28 / 08-09-2017
სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეეკრანებს მცირე პაუზის შემდეგ კვლავ უბრუნდება.
Top 6 ადგილი "ინსტაგრამის" ფოტოების გადასაღებად
14:55 / 08-09-2017
“ფოტოჰოლიკი” (photoholik) - ეს ტერმინი ახლახან გაჩნდა და ასე იმ ადამიანებს უწოდებენ, რომლებსაც უყვართ ბევრი ფოტოის გადაღება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი