ელენე ახვლედიანის შთამომავალს, მისი ძმის შვილიშვილს, უნიჭიერეს მხატვარს და ხელოვანს ირაკლი ახვლედიანს მეუღლესთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად მევახშე მარტის თვეში ბინიდან ასახლებდა.
ოჯახმა თანხა ვალის სახით მევახშისგან ნათესავის სიცოცხლის გადასარჩენად აიღო და გადაუდებელი ოპერაციისათვის გამოიყენეს, ვალის სანაცვლოდ კი სახლი ჩადეს. ნათესავმა ვალი ვეღარ გადაიხადა და ასე აღმოჩნდა ახვლედიანების მრავალშვილიანი ოჯახის სერიოზული პრობლემის წინაშე.
გაჭირვების დროს ახვლედიანების ოჯახს უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი დაუდგა გვერდით, მათ სახელზე გაიხსნა ანგარიშის ნომერი, ხელოვანებმა უსასყიდლოდ გადასცეს თავიანთი ნამუშევრები და გაიმართა გამოფენა-აუქციონი. ასე შეგროვდა გარკვეული თანხა, თუმცა როგოც აღმოჩნდა, ამით პრობლემა არ მოგვარდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ირაკლი ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
იხილეთ პოსტი