წარმოგიდგენთ ტოპ 5 სერიალს, რომელთაც ქართველი თინეიჯერები სულგანაბულნი უყურებენ და მოუთმენლად ელიან ახალ სეზონებს.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ყურება, გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ!
1. "თინეიჯერი მგელი"/ Teen wolf
სერიალის მოქმედება თინეიჯერ სკოტ მაკკოლის გარშემო ვითარდება, რომელიც ლაკროსის მოთამაშეა. ერთხელაც მეგობრებთან ერთად ტყეში გვამის მოსაძებნად წავა, სადაც თავს მაქცია დაესხმება და უკბენს. სკოტი რამდენიმე დღეში საკუთარ შესაძლებლობებში ცვლილებებს შეამჩნევს და ცხოვრების თავიდან სწავლას იწყებს...{{ArticleSplitCont}}
2. "13 მიზეზი" /13 reasons why
სერიალი ახალგაზრდა კლეი ჯენსენის შესახებ მოგვითხრობს. გოგონამ, რომელიც მას უყვარდა, გაურკვეველი მიზეზების გამო თავი მოიკლა. ერთ დღესაც კლეი სახლის წინ ყუთს იპოვის ამ გოგონას მიერ გაკეთებული ჩანაწერებით, სადაც იგი თვითმკვლელობის 13 მიზეზზე საუბრობს. {{ArticleSplitCont}}
3. "სირცხვილი" /skam
ესაა ამბავი ნორვეგიელი საშუალოს სკოლის თინეიჯერი მოსწავლეების შესახებ. 5 მეგობარი ცხოვრების გზაზე უამრავი გამოწვევის წინაშე დგება: ღალატი, მეგობრობა, პირველი სიყვარული, იმედგაცრუება, პოპულარობა და რა თქმა უნდა, გამოსაშვებისათვის მზადება. ისინი ყველაფერს ერთად უმკლავდებიან.{{ArticleSplitCont}}
4. "უცნაური ამბები" /stranger things
1983 წელს ნიუ-იორკში ახალგაზრდა ბიჭი გაურკვეველ ვითარებაში უჩინარდება. მეგობრები, ოჯახი და ადგილობრივი პოლიცია პასუხებს ეძებს. შემაძრწუნებელი ზებუნებრივი ძალები და ერთი ძალიან უცნაური გოგონა მათ გამოძიებას მისტიკურ ელფერს სძენს.{{ArticleSplitCont}}
5. "ჯადოქრები"/The magicians
ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ნიუიორკელი თინეიჯერები სწავლას მაგიის სკოლაში აგრძელებენ, სადაც უამრავი საოცარი ამბავი გადახდებათ თავს.
მემი მემორი
იხილეთ ასევე: ტოპ-5 პოპულარული სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ