ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე, როგორც ცნობილია, 8 შვილის მამაა.
სულ ახლახან მან უფროსი ქალიშვილი - ელენე გაათხოვა. როგორც გაირკვა, ელენესავით მისი საქმროს ოჯახიც 8-შვილიანია.
”ელენეს და სანდროს ბედნიერების დღე! ჯვრისწერამდე ერთი საათით ადრე მისმა უწმინდესობამ დალოცა და აკურთხა ახლად შექმნილი ოჯახი! ორივეს ხომ შვიდ-შვიდი დედმამიშვილი ჰყავს!) ღმერთმა დაგლოცოთ!” - დაწერა ბატონმა დიმიტრიმ.
აღსანიშნავია, რომ წყვილმა ცოტა ხნით ადრე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. საქმე ისაა, რომ სანდრო მერკვილიშვილი მორაგბეა და საცოლეს ხელი სწორედ რაგბის მოედანზე სთხოვა, ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე. იხილეთ ვიდეო და ფოტოები