"სილქნეტისგან" საჩუქრები გრძელდება! "სილქ ტვ"-ის აბონენტებს თბილისში, ფასის შეუცვლელად, ათეულობით დამატებითი არხი გაუაქტიურდათ. მომხმარებლები ექვსი თვის განმავლობაში საუკეთესო სპორტულ, კინო და შემეცნებით კონტენტს საჩუქრად მიიღებენ.
შემეცნებითი და კინოარხების მიმართულებით, "სილქ ტვ" საქართველოს ბაზრის უპირობო ლიდერია. Amedia-ს და Fox-ის არხებზე წამყვანი სერიალების მსოფლიო პრემიერები გადის, ხოლო National Geographic-ის არხებზე National Geographic საქართველოს გამოცემაში წაკითხული ისტორიების ნახვაა შესაძლებელი.
„რაც მთავარია, "სილქნეტი" ექსკლუზიურად ტრანსლირებს "სილქ არხებს" - გვაქვს ოთხი სპორტული არხი ყველა წამყვანი ჩემპიონატით, პრემიერლიგა, ლა ლიგა და ევროპა ლიგა მხოლოდ ჩვენთან გადის.
"სილქის" კინოარხებზე ყველაფერია: ჰოლივუდის ახალი ფილმები, ინდიკომედიები და საკულტო შედევრები. რაც მთავარია, ამ ფილმების ყურება შესაძლებელია როგორც ქართულად, ისე ორიგინალში“, - განმარტეს "სილქნეტში".
"სილქ სპორტები" ლუქს პაკეტის მქონე აბონენტებთან ავტომატურად გააქტიურდება, ყველა სხვა აბონენტს კი ათეულობით დამატებით კინო, შემეცნებით და საბავშვო არხზე გაეხსნება წვდომა.
დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ "სილქნეტის" ვებ გვერდზე ან დაუკავშირდეთ "სილქნეტის" ცხელ ხაზს: (2) 100 100
R