შარდენზე 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართება
შარდენზე 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართება
ფესტივალი მათთვის, ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს!

ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები 15 ოქტომბერს გრანდიოზულ ფესტივალს გამართავენ - "ქართული ღვინის ფესტივალი" შარდენის მოედანზე, 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება, სადაც მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.


ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით. იგეგმება 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ.


"მეიდან ჯგუფის" ინიციატივით, AllWine.ge-სთან თანამშრომლობით, წელს პირველად ძველი თბილისის ტერიტორიაზე ჩატარდება ქართული ღვინის ფესტივალი, რომლის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდა როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. ფესტივალის ფარგლებში გვსურს საშუალება მივცეთ როგორც კარგად ნაცნობ მსხვილ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მცირე ღვინის მარნებს, წარადგინონ თავიანთი უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ფესტივალი გაამართლებს როგორც მონაწილეების, ასევე ვიზიტორების მოლოდინს და ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს" - აცხადებენ "მეიდან ჯგუფში".


"ALLWINE.GE ყოველთვის ზრუნავს ღვინის პოპულარიზაციასა და მცირე მარნების განვითარებაზე. ამ მიზნით შეიქმნა როგორც ღვინის საინფორმაციო მედიაპორტალი, ასევე ჩვენი სადეგუსტაციო კუთხეები. გვსურდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა საქართველოში ღვინის განვითარებაში და ვთვლით, რომ ამგვარი სახის ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოში ღვინის კულტურისა და განსაკუთრებული სახეობის ღვინოების ცნობადობის ამაღლებას. მცირე მარნებს და კომპანიებს საშუალება ეძლევათ, წარუდგინონ თავიანთი ღვინოები როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფესტივალი თავის ადგილს დაიმკვიდრებს და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.


ამ ფესტივალის ფარგლებში, ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაციისთვის - "10 ღვინო, რომელიც
უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე ქართველი მწარმოებელი, რომლებიც წარადგენენ 1 თეთრ და 1 წითელ ღვინოს. წარდგენილი 80-მდე სახეობიდან ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იქნება. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იწარმოებს. საბოლოოდ კი ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს. სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიურის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი" - განმარტავს allwine.ge-ს დირექტორი ლაშა შარიქაძე.


"ქართული ღვინის ფესტივალი" საუკეთესო საშუალებაა, გაიცნო ქართული ღვინო და დააგემოვნო მცირე მარნების იშვიათი, უნიკალური ღვინოები. ეს არ უნდა გამოგრჩეს!
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რჩეული ქართული ღვინოები, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება – ეს „ქართული ღვინის ფესტივალი 2017–ია“
12:34 / 16-10-2017
ბოლო პერიოდში თბილისში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული ფესტივალები მომრავლდა.
ქალი, რომელიც არაფრის გამო ჩაქოლეს - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
11:55 / 15-10-2017
ეს ამბავი ირანის ერთ-ერთ სოფელში მოხდა და შემდეგ მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტებით სავსეა აზიური სამყარო და ქალის სიკვდილით დასჯა ნებისმირი გაუგონარი მიზეზის გამო, რასაც მისი ქმარი, ძმა თუ მამა მოიფიქრებენ, ბევრგანაა ჩვეული ამბავი.
რა ფერია ეს სპორტული ფეხსაცმელი?
19:20 / 14-10-2017
ალბათ გემახსოვრებათ კაბა, რომელის ფერზეც მთელი მსოფლიო დავობდა.
ვინ არის და რას საქმიანობს ლიკა ქავჟარაძის შვილი
14:36 / 13-10-2017
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გუშინ მისსავე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
სათავგადასავლო პარკში პირველი მედიატურნირი გაიმართა
12:08 / 12-10-2017
სათავგადასავლო პარკში პირველი მედიატურნირი გაიმართა.
"ვინ იცის, რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ქუჩებში... ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო" - დათო ტურაშვილი
11:36 / 12-10-2017
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. განსაკუთრებით მათ, ვისაც რეალურ ცხოვრებაში ჰქონდა მისი სილამაზის ხილვის ბედნიერება. მწერალი დათო ტურაშვილი ლიკასთან პირველ შეხვედრას საოცარი ემოციით იხსენებს. გთავაზობთ მის პოსტს:
17 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში გია ყანჩელის ნაწარმოების, „დედა ენის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება!
15:47 / 10-10-2017
17 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი CONCEPT-ART, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ გია ყანჩელის ნაწარმოების, "დედა ენის" მსოფლიო პრემიერას.
ქართული ღვინის ფესტივალი 2017 - ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
11:55 / 10-10-2017
"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული.
საათები, რომლებიც წარსულს აცოცხლებს
13:35 / 07-10-2017
სამხედრო ანალიტიკურმა ჟურნალმა "არსენალი" ოქტომბერში ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მის მომხმარებლებს ისტორიული სამხედრო საათების კოლექციის შეგროვების შესაძლებლობას აძლევს.
ექსკლუზიური არხები საჩუქრად "სილქ ტვ"-ის ყველა აბონენტს!
14:53 / 06-10-2017
"სილქნეტისგან" საჩუქრები გრძელდება! "სილქ ტვ"-ის აბონენტებს თბილისში, ფასის შეუცვლელად, ათეულობით დამატებითი არხი გაუაქტიურდათ. მომხმარებლები ექვსი თვის განმავლობაში საუკეთესო სპორტულ, კინო და შემეცნებით კონტენტს საჩუქრად მიიღებენ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31