"ვინ იცის, რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ქუჩებში... ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო" - დათო ტურაშვილი
"ვინ იცის, რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ქუჩებში... ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო" - დათო ტურაშვილი
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. განსაკუთრებით მათ, ვისაც რეალურ ცხოვრებაში ჰქონდა მისი სილამაზის ხილვის ბედნიერება. მწერალი დათო ტურაშვილი ლიკასთან პირველ შეხვედრას საოცარი ემოციით იხსენებს. გთავაზობთ მის პოსტს:


" აპრილში ყოველთვის შეყვარებული ვიყავი და ეს შეიძლება ასაკის ბრალი იყო და შეიძლება თბილისური გაზაფხულის – აპრილიდან თბილისის ქუჩებში აყვავებული ნუშის ისეთი სუნი იდგა ხოლმე, გაკვეთილებზე უბრალოდ ჯდომაც კი ძალიან ძნელი ხდებოდა. თუმცა არ ვიცი, რა ხდებოდა იმ წელს, როცა უკვე აპრილიც იდგა, ნუშიც ყვაოდა თბილისში, სახლიდან გაკვეთილების დაწყებამდე ოცი წუთით ადრე გამოვდიოდი. ჯერ გავუვლიდი ჩემს კლასელს, მეგობარს და მეზობელს, ლაშა ფხაკაძეს, რომელიც თავისი სადარბაზოს წინ მელოდა ხოლმე და მერე ერთად ვაგრძელებდით გზას სკოლისაკენ.
ჩვენს სახლებს მხოლოდ ერთი, ხუთსართულიანი კორპუსი აშორებდა ერთმანეთისგან და როცა ქუჩის კუთხეში შემოვუხვევდი, ლაშა ყოველთვის უკვე იქ იდგა. ზუსტად მახსოვს, რომ ის დღე იყო 23 აპრილი, რადგან წინა საღამოს ლაშა ფხაკაძემ ლენონის ფირფიტა მაჩუქა ლენინის მერამდენეღაც იუბილეს აღსანიშნავად და ეს გახლდათ ჩემი პირველი, ნამდვილი ფირფიტა.

მოკლედ, იმ დილითაც
ჩვეულებრივად გამოვედი სახლიდან, დავეშვი კიბეზე და მეზობელი კორპუსის კედელთან რომ უნდა შემეხვია და ქუჩაზე გადავსულიყავი, უცებ ვიგრძენი უცნაური სისუსტე მუხლებში და გავჩერდი – ჩემ წინ იდგა ლიკა ქავჟარაძე. უფრო სწორად, მე ვიდექი გაუნძრევლად მანამ, სანამ ლაშა ფხაკაძემ არ მომაკითხა, თორემ ლიკა ქავჟარაძეს ფეხიც არ შეუნელებია, მე არც შევუმჩნევივარ, ისე ჩამიარა გვერდით და სადარბაზოში შევიდა. ლაშამ კი იმიტომ მომაკითხა, რომ არასოდეს ვაგვიანებდი ხოლმე და ალბათ, ჩემი იმდილანდელი დაგვიანების მიზეზმა დააინტერესა.
–– რას დამდგარხარ სირივით, – მკითხა ფხაკაძემ ძალიან გაკვირვებული სახით და ჩემი იმწუთიერი მდგომარეობის აღმნიშვნელი ეს სიტყვა მაშინ სულ ახალი შემოსული იყო მასიურ ხმარებაში. ასევე, ეს ის დრო იყო, როცა ცხრამეტი წლის ლიკა ქავჟარაძეს უკვე შესრულებული ჰქონდა მარიტას როლი კინოფილმ "ნატვრის ხეში" და ეს ფილმი ჩვენც ნანახი გვქონდა.

მაშინ უკვე ისიც ვიცოდით, რომ ახალგათხოვილი ლიკა ქავჟარაძე სადღაც ჩვენ უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ რაც იმ დილით ვნახე, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. განაგრძეთ კითხვა....
კომენტარები (1)
ლილე
ფილმს დაამშვენებდა ესეთი მონაკვეთი,ლიკასავე შესრულებით...არ მეყო კითხვა, კიდევ მინდოდა ...მეც დავპატარავდი,გავხდი მოსწავლე და მსგავსი ემოციები განვიცადე.ოხ ეს ქართველი მსახიობები თურმე როგორ ღრმად აჩნიან ჩვენს სულს ,მიდიან და მიაქვთ ჩვენი ნაწილიც
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რჩეული ქართული ღვინოები, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება – ეს „ქართული ღვინის ფესტივალი 2017–ია“
12:34 / 16-10-2017
ბოლო პერიოდში თბილისში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული ფესტივალები მომრავლდა.
ქალი, რომელიც არაფრის გამო ჩაქოლეს - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
11:55 / 15-10-2017
ეს ამბავი ირანის ერთ-ერთ სოფელში მოხდა და შემდეგ მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტებით სავსეა აზიური სამყარო და ქალის სიკვდილით დასჯა ნებისმირი გაუგონარი მიზეზის გამო, რასაც მისი ქმარი, ძმა თუ მამა მოიფიქრებენ, ბევრგანაა ჩვეული ამბავი.
რა ფერია ეს სპორტული ფეხსაცმელი?
19:20 / 14-10-2017
ალბათ გემახსოვრებათ კაბა, რომელის ფერზეც მთელი მსოფლიო დავობდა.
ვინ არის და რას საქმიანობს ლიკა ქავჟარაძის შვილი
14:36 / 13-10-2017
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გუშინ მისსავე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
სათავგადასავლო პარკში პირველი მედიატურნირი გაიმართა
12:08 / 12-10-2017
სათავგადასავლო პარკში პირველი მედიატურნირი გაიმართა.
17 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში გია ყანჩელის ნაწარმოების, „დედა ენის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება!
15:47 / 10-10-2017
17 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი CONCEPT-ART, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ გია ყანჩელის ნაწარმოების, "დედა ენის" მსოფლიო პრემიერას.
ქართული ღვინის ფესტივალი 2017 - ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
11:55 / 10-10-2017
"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული.
შარდენზე 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართება
11:35 / 09-10-2017
ფესტივალი მათთვის, ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს!
საათები, რომლებიც წარსულს აცოცხლებს
13:35 / 07-10-2017
სამხედრო ანალიტიკურმა ჟურნალმა "არსენალი" ოქტომბერში ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მის მომხმარებლებს ისტორიული სამხედრო საათების კოლექციის შეგროვების შესაძლებლობას აძლევს.
ექსკლუზიური არხები საჩუქრად "სილქ ტვ"-ის ყველა აბონენტს!
14:53 / 06-10-2017
"სილქნეტისგან" საჩუქრები გრძელდება! "სილქ ტვ"-ის აბონენტებს თბილისში, ფასის შეუცვლელად, ათეულობით დამატებითი არხი გაუაქტიურდათ. მომხმარებლები ექვსი თვის განმავლობაში საუკეთესო სპორტულ, კინო და შემეცნებით კონტენტს საჩუქრად მიიღებენ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31