16 ოქტომბერს "იმედზე" "ნიჭიერის" პირველი გადაცემის პრემიერა შედგა.
"რუსთავი 2"-ის პროექტების, მათი ხელმძღვანელების და თანამშრომლების "იმედზე" გადასვლის შემდეგ, მაყურებელი მოუთმენლად ელოდა, როგორ აიღებდა სტარტს ახალ არხზე ყველაზე სახალხო და ქვეყნის ყველაზე რეიტინგული შოუ. რეიტინგებს, რა თქმა უნდა, ელოდნენ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებიც და პირველი გადაცემის შემდეგ, შეიძლება ითქვას "რეიტინგებით ომი" გაიმართა "ფეისბუქში".
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერენ, რომ გადაცემამ დაბალი რეიტინგი აჩვენა, თუმცა "ნიჭიერის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანები და "იმედის" თანამშრომლები საპირისპიროს ამტკიცებენ.
"ნიჭიერმა არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ რომ ეს შოუ იყო რუსთავი 2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას. მე მიყვარს ნიჭიერი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძვირფასი ნაწილია, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ სხვაგან. არ მიყვარს მოგონილი სოლიდარობა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ნიკა გვარამია კი ასე გამოეხმაურა მისი არხიდან კონკურენტ ტელევიზიაში გადასულ მეგაშოუს პრემიერას: "ნიჩიერი" - რეიწინგ დვადცატ დვა პრაცენტა. ა მი ნაჩინალი ს ტრიდცატი პიწი, ნაძეჟდა, მოი კომპას ზემნოი" - წერს გვარამია. განაგრძეთ კითხვა