თბილისი „მერსედესის“ მოდის კვირეულს მასპინძლობს. კვირეული რუსთაველის თეატრში იმართება და მისი ორგანიზატორი სოფო ჭყონია გახლავთ.
MBFW გუშინ გაიხსნა და საზოგადოებას საკუთარი კოლექცია არაერთმა დიზაინერმა წარუდგინა. მათ შორის იყო სალომე ღვინიაშვილი. თუმცა მის კოლექციაზე მეტად, ხალხის ყურადღება სალომეს ჟესტმა განაპირობა, პოდიუმზე ის ლგბტ პირების მხარდამჭერი სამკლავურით გამოვიდა.
სალომეს ჩვენებას მისი მეუღლე ზურა ხიზანიშვილი და ქალიშვილი ტასო დაესწრნენ. გაგრძელება + ფოტო