86 წლის ასაკში ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ჯანსუღ ჩარკვიანი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფობდა და მკურნალობას კლინიკაში გადიოდა.
ჯანსუღ ჩარკვიანმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი” (1970), „დიდი ნათელი” (1980), „ერთტომეული” (1981), „რჩეული პოემები” (1983), „მე და შენ” (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!” (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1991-93 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-63 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში – ჟურნალ "დილას" მთავარი რედაქტორი, 1967-77 წლებში – ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ "დროშის" მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, საზოგადოება "თბილისელის" პრეზიდენტი. განაგრძეთ კითხვა