სინოპტიკოსებს და ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, წინ ძალიან ცივი და მკაცრი ზამთარი გველის.
თბილი სეზონების მოყვარულებს კი ისღა დაგვრჩენია, შემოდგომის ბოლო დღეებს დავეშუროთ, სანამ მზიან ამინდში სეირნობა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჩემი აზრით, საქართველოში იდეალური ადგილი შემოდგომის დღეების გასატარებლად - ბათუმია.
თუ რატომ, ამას ახლავე მოგახსენებთ:
1. სიმყუდროვე
შემოდგომის ბათუმი სულაც არ ჰგავს ზაფხულის ხმაურიან ბათუმს. ფერადი ფოთლებით მოფენილ ქუჩებში ცოტა ხალხია. კაფე-ბარებშიც არ ირევა უამრავი ტურისტი. ბუნებით რომანტიკოსი ადამიანისთვის არაფერია იმაზე სასიამოვნო, როგორც დაცარიელებულ ბულვარში ან სანაპიროზე სეირნობა. მერე რომელიმე მყუდრო კაფეში ცხელი არომატული ჩაის ან ლატეს დალევა, წიგნის კითხვა და საკუთარ თავთან განმარტოება.
2. შემოდგომის ფერები
თუ ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ალბათ, ადვილად მიხვდებით, რომ იქაურობა ყველაზე ლამაზი შემოდგომაზე იქნება. ეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც თავს ყველაზე ლამაზი ფერები იყრის. შემოდგომაზე იქაურობა ზღაპრულ ადგილს ემსგავსება და წარმოიდგინეთ, რა ლამაზი ფოტოების გადაღებას შეძლებთ...
3. კლიმატი
სანამ ზამთრის სუსხი მყარად მოიკიდებს ფეხს, ჯერ კიდევ შესაძლებელია ზაფხულის ნოსტალგია ბათუმში სტუმრობით დავიკმაყოფილოდ. იქ თბილისთან შედარებით ბევრად თბილი კლიმატია, რაც საშუალებას მოგვცემს, საყვარელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო დრო გავატაროთ და ბევრი ვისეირნოთ.
4. რომანტიკული მოგზაურობა
<div>რომანტიკული მოგზაურობისთვის ბათუმი იდეალური ადგილია. უზარმაზარი ზღვა და თქვენ ორნი... გარდა ამისა, ბათუმსა და მის შემოგარენში ბევრი საინტერესო ადგილია, რომლის მონახულებაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ...
5. სპა-ცენტრი „ვიქტორია“
კიდევ ერთი სასიამოვნო მიზეზი რელაქსაციისა და დასვენებისთვის „ვიქტორია სპაა“. აღმოსავლური სპა რიტუალები (მასაჟები), საუნა, ფიტნეს დარბაზი, სპა სალონი, რომანტიკული აბაზანა ჯაკუზით ორი ადამიანისთვის და ბევრი სხვა მომსახურება დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გპირდებათ.
შეუთავსეთ სასიამოვნო - სასარგებლოს, დაისვენეთ და უბრალოდ, იყავით ბედნიერი!
</div>