„ბიბლუსი“ ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10-ეულს აქვეყნებს
„ბიბლუსი“ ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10-ეულს აქვეყნებს
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ოქტომბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპ-ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა ”ბიბლუსის” 55 ფილიალში. როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომლებიც ოქტომბრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპ-სამეულში ერთი ქართველის, დანარჩენი ორი კი უცხოელი მწერლის ნაწარმოებები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის, ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ იკავებს, რომელიც „ბიბლუსის“
მაღაზიათა ქსელში 2017 წლის იანვარში შემოვიდა და მას შემდეგ მკითხველებში პოპულარობას არ კარგავს. მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი - „სიყვარულის 40 წესი“ გავიდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოები რამდენიმე წელია გაყიდვადი წიგნების ტოპ-ხუთეულის უცვლელი წევრია. მესამე პოზიციას კი ყველასთვის საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი იკავებს წიგნით - „ნასესხები სიცოცხლე“.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ-ათეულში დიდი წილი შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის. ”ბიბლუსი” ყოველთვიურად შემოგთავაზებთ ტოპ-ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.

ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა:

1. ალეკო შუღლაძის „გადამალვა“
2. ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“
3. ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“
4. რ. ჯ. პალაციოს „საოცრება“
5. კაზუო იშიგურო „არასოდეს გამიშვა“

6. ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“
7. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
8. მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“
9. ერიხ მარია რემარკის „სიცოცხლის ნაპერწკალი“
10. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“

ტოპ 10 საბავშვო წიგნი

1. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი
2. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის
3. ჩემი პირველი ბიბლია
4. ვისწავლოთ თვლა, წერა, კითხვა, საათის ცნობა
5. ნამდვილი და მოგონილი ამბები მეორეკლასელთათვის
6. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
7. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისათვის
8. სამახსოვრო დღიური დაბადებიდან 6 წლამდე
9. საბავშვო ენციკლოპედია
10. მსოფლიო ატლასი (პაზლებიანი წიგნი)

რუსუდან შელია





კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
17:54 / 22-09-2017
წიგნის კითხვა ადამიანთა დიდი ნაწილისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. დატვირთული სამუშაო დღეები, გაუთავებელი საქმეები, სამსახური, საცობები, ოჯახი, შვილები...
13:47 / 10-08-2017
თუ წლების წინ ძვირად ღირებული ქარხნული ნივთები ფასობდა, ახლა საზოგადოების დიდი ნაწილი ხელნაკეთ ნივთებზე აკეთებს აქცენტს. უფრო და უფრო პოპულარული ხდება კრაფტი - სხვადასხვა სახის მასალა ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად.
16:58 / 13-07-2017
წიგნების კითხვა ნებისმიერ სეზონზე, წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია და როგორც ბოლო წლების კვლევებიც გვიჩვენებს, მსოფლიოში წიგნის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.
12:33 / 10-07-2017
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარება პიკს აღწევს და ხშირად შესაძლოა, კომპიუტერული თამაშები თინეიჯერებისთვის საკმაოდ დიდ საცდურს წარმოადგენს,
11:00 / 06-07-2017
„ყველამ კარგად ვიცით, რა ბიჭიც იყო ბატონი რეიმონდი - დიდი სათვალე, თეთრი თმა და ოდნავ მარცხნივ გადახრილი ღიმილი“ - ამბობს 17 წლის ლუკა ქირია.
14:25 / 28-06-2017
სწავლის დასრულების შემდეგ მშობლების საზრუნავი მხოლოდ კურორტების არჩევა როდია.
12:46 / 27-06-2017
საინტერესო თავგადასავალი, რომელიც უფრო ჭკვიანსა და საინტერესო ადამიანს გხდით - ეს კითხვაა. ოჯახში ყოველთვის ცდილობენ, ბავშვს კითხვა პატარაობიდანვე შეაყვარონ.
17:28 / 15-06-2017
თბილისში, ჭავჭავაძის შემდეგ "ბიბლუსი გალერეა" უკვე საბურთალოზე, კანდელაკის 7 ნომერში, გაგარინის მოედანზე იხსნება.
14:37 / 20-04-2017
ბედნიერება, რომელიც დეტალებშია. ბედნიერება, რომელიც სურნელოვან ყვავილებშია. ბედნიერება, რომელიც წიგნებშია და მთავარი ბედნიერება, რომელიც ამ ყველაფრის გაზიარებაშია.
17:05 / 08-04-2017
7 აპრილს ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას წყალ "ბაკურიანს" ურიგებდნენ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რომელია 3 ყველაზე მოთხოვნადი მხატვრული წიგნი საქართველოში?
14:56 / 20-11-2017
წიგნებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ადამიანები საუკეთესო საჩუქრად ხშირად სწორედ წიგნს ასახელებენ, მოუთმენლად ელიან ფასდაკლებებს და კონკრეტული წიგნის შესაძენად მაღაზიებთან გაჩენილ რიგებსაც ხშირად შეამჩნევთ.
ემიგრაცია ამერიკაში - ქართველებისთვის აქტუალური პრობლემები და პულიცერის პრემიის მფლობელი მწერლის ჯუმფა ლაჰირის ნაწარმოების ქართული თარგმანი
14:30 / 20-11-2017
ჯუმფა ლაჰირი - ავტორი, რომელის პოპულარობაც მსოფლიო მასშტაბით დღითიდღე იზრდება, დეკემბრიდან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იქნება.
"ბიბლუსი გალერეაში" "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულის, შორენა ხუხუას წიგნის – "შემოვალ ეტლით" პრეზენტაცია გაიმართა
18:01 / 16-11-2017
"ბიბლუსი გალერეაში" შორენა ხუხუას წიგნის პრეზენტაციას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ეტლით მოსარგებლეები. საღამო ერთი საათის განმავლობაში ძალიან თბილ გარემოში მიმდინარეობდა.
„პროქტერ ენდ გემბლის“ სახე საქართველოში - თიკა ფაცაცია
16:31 / 16-11-2017
"ჩემს ბავშვობაში უცხოური არხები გვახალისებდნენ ხოლმე ფერადოვანი რეკლამებით. "პროქტერ ენდ გემბლი" იმ პერიოდიდან მახსოვს.
2018 წლის საახალწლო დეკორაციების ტენდენციები - სად შევიძინოთ ყველაზე მოდური აქსესუარები
14:56 / 15-11-2017
როგორც ცნობილია, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი გვესტუმრება.
#ფოტოჰოთსეილთან ერთად - ახალი კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაუვიწყარი საახალწლო მოგზაურობით დაჯილდოვდება
11:17 / 15-11-2017
Hotsale.ge – ეს არის კომპანია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზებებთან და უამრავ აქციასა თუ სიურპრიზთან ასოცირდება.
"მაცადეთ, სანამ მე თვითონ მოვკვდები..."
12:45 / 14-11-2017
მას შემდეგ, რაც მაია ასათიანი, დიდი ტრაგედიის მიუხედავად, ეკრანს დაუბრუნდა, მის მიმართ ვნებათაღელვა არ ცხრება -ზოგი ჩაცმის სტილს უწუნებს, ზოგი - გადაცემის თემებს, ზოგი - ხასიათს და ა. შ.
”შემოვალ ეტლით” – წიგნი, რომელიც საკუთარ სიძლიერეში დაგვარწმუნებს
16:11 / 13-11-2017
წიგნი, რომელიც დაიწერა იმისთვის, რომ ბესტსელერი გახდეს, მკითხველის მოლოდინშია.
ჯენეტ ჯექსონმა 50 კგ დაიკლო და გარეგნობით ყველა გააოცა
13:31 / 13-11-2017
ჯენეტ ჯექსონმა ორსულობის დროს მომატებული 50 კგ 9 თვეში დაიკლო და მისმა გარეგნობამ მთელი მსოფლიო გააოგნა.
რას წერს რუსული "ვოგი" თბილისის პირველი ლედის შესახებ
13:14 / 13-11-2017
"ანუკი არეშიძე - თბილისის პირველი ლედი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული "ვოგი"
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი