ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტები, რომლებიც ერთი ნიშნის ქვეშ ერთიანდება, მსოფლიო ბაზრის დასაპყრობად ემზადება. მანამდე კი ”გემოვან” პროდუქციას ადგილობრივი მომხმარებელი გაეცნობა.

18 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, პირველად ისტორიაში, ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

„ღონისძიების მიზანია ”გემოვანის” ნიშნის წარდგენა ქართველი მომხმარებლისთვის და ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაცია. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას დაახლოებით 50-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ და საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. გამოიფინება და გაიყიდება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული, ნატურალური პროდუქცია და მცირე მარნების
ღვინოები”, – აღნიშნა ირაკლი ჩავლეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2018 წლიდან იგეგმება ყოველკვირეული ბაზრობის გამართვაც, სადაც ”გემოვანის” ნიშნით გაერთიანებული პროდუქცია გაიყიდება.

გვინდა, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და რაც მთავარია, ხელი შევუწყოთ წარმოების ქართული ტრადიციული მეთოდების აღდგენასა და გენეტიკურად ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას. ”გემოვანის” ქვეშ წარმოებული პროდუქცია არის უნიკალური და მას უნდა გაეცნოს მსოფლიოც. ამიტომ ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ ნომერ პირველი გეგმა არის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა”, – აღნიშნა პროექტის ავტორმა.


ამასთან, როგორც ირაკლი ჩავლეშვილმა განმარტა, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, რომელიც გენეტიკურად ქართულ პროდუქტს აწარმოებს. ”გვინდა სტიმული მივცეთ საქართველოში ადგილობრივი წარმომავლობის პროდუქციის წარმოებას. ფერმერებს ეცოდინებათ, რომ გენეტიკურად ქართული პროდუქცია არის მოთხოვნადი, ასევე, ძვირად ღირებული და მათ შეეძლებათ, პირობითად, 10 ტონა კარტოფილის ნაცვლად მოიყვანონ 2 ტონა და შემოსავლის სახით მიიღონ 15 ტონის ღირებულება”, – აცხადებს ავტორი.

”გემოვანის” ნიშნის პრეზენტაციის და გამოფენა-გაყიდვის გენერალური სპონსორია “პური მზეთამზე”.
ღონისძიების მხარდაჭერები არიან: "ვიზარდ ივენთი", მოძრაობა KAR.GE და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება.
მედიამხარდაჭერები: "რუსთავი 2", რადიო "ჰოლდინგი ფორტუნა", ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი", "ბიზნესმედია საქართველო", Georgia Today და "ალმა".

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
12:56 / 11-11-2017
ყველაზე გემრიელი და პოპულარული კერძები ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოიგონეს და არა მარტო დიასახლისებმა, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
13:30 / 04-11-2017
ხშირად მოუცლელობის გამო ხილისა და ბოსტნეულის დროულად ჭამას ვერ ვახერხებთ. დღეს გასწავლით რა უნდა მოუხერხოთ პროდუქტს, რომლის გადაყრაც ადრეა, ჭამა კი - გვიანი.
11:43 / 03-11-2017
ბრინჯის მოხარშვას რა უნდა - იტყვის ზოგიერთი, მაგრამ ასე არაა. რომ არ ჩაიშალოს, უმი რომ არ დარჩეს, რომ არ მიიკრას და ერთმანეთს არ მიეწებოს, ბრინჯის მოხარშვას ცოდნა უნდა.
11:25 / 26-10-2017
ჟურნალ „გემრიელიას“ მიერ ორგანიზებულ #CHEFმარკეტერის ტრადიციად ქცეულ მორიგ კულინარიულ შეჯიბრებას ლაუნჯ-რესტორანმა „აკადემიამ“ უმასპინძლა.
15:23 / 13-10-2017
ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის ”საფირმო” საწებლის რეცეპტი არნახულად პოპულარული გამოდგა და თავად რეცეპტის ავტორიც გაოგნებას ვერ მალავს.
11:16 / 13-09-2017
პრიალა მხარე თუ გლუვი? რომელ მხარეს უნდა დავაწყოთ პროდუქტი?
11:30 / 08-08-2017
არსებობს ასეთი გამონათქვამი: "თუ ყველს ბევრი ხვრელი აქვს, ის გემრიელი იქნება. თუ მხოლოდ ერთი აქვს, ის გემრიელი გუშინ იყო" .
11:32 / 13-07-2017
კულინარია რთული სფეროა. ზოგს კარტოფილის შეწვა ეძნელება, ზოგიც სამზარეულოში შედევრებს ქმნის. დღეს გავარკვევთ, როგორი კულინარები არიან ზოდიაქოს ნიშნები...
15:36 / 06-06-2017
თუ ოდესღაც ბანანები იყიდეთ და დაგავიწყდათ, გაშავებულის ჭამა კი არ გსურთ, ნუ იჩქარებთ გადამწიფებული ბანანის გადაყრას.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რომელია 3 ყველაზე მოთხოვნადი მხატვრული წიგნი საქართველოში?
14:56 / 20-11-2017
წიგნებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ადამიანები საუკეთესო საჩუქრად ხშირად სწორედ წიგნს ასახელებენ, მოუთმენლად ელიან ფასდაკლებებს და კონკრეტული წიგნის შესაძენად მაღაზიებთან გაჩენილ რიგებსაც ხშირად შეამჩნევთ.
ემიგრაცია ამერიკაში - ქართველებისთვის აქტუალური პრობლემები და პულიცერის პრემიის მფლობელი მწერლის ჯუმფა ლაჰირის ნაწარმოების ქართული თარგმანი
14:30 / 20-11-2017
ჯუმფა ლაჰირი - ავტორი, რომელის პოპულარობაც მსოფლიო მასშტაბით დღითიდღე იზრდება, დეკემბრიდან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იქნება.
"ბიბლუსი გალერეაში" "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულის, შორენა ხუხუას წიგნის – "შემოვალ ეტლით" პრეზენტაცია გაიმართა
18:01 / 16-11-2017
"ბიბლუსი გალერეაში" შორენა ხუხუას წიგნის პრეზენტაციას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ეტლით მოსარგებლეები. საღამო ერთი საათის განმავლობაში ძალიან თბილ გარემოში მიმდინარეობდა.
„პროქტერ ენდ გემბლის“ სახე საქართველოში - თიკა ფაცაცია
16:31 / 16-11-2017
"ჩემს ბავშვობაში უცხოური არხები გვახალისებდნენ ხოლმე ფერადოვანი რეკლამებით. "პროქტერ ენდ გემბლი" იმ პერიოდიდან მახსოვს.
2018 წლის საახალწლო დეკორაციების ტენდენციები - სად შევიძინოთ ყველაზე მოდური აქსესუარები
14:56 / 15-11-2017
როგორც ცნობილია, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი გვესტუმრება.
#ფოტოჰოთსეილთან ერთად - ახალი კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაუვიწყარი საახალწლო მოგზაურობით დაჯილდოვდება
11:17 / 15-11-2017
Hotsale.ge – ეს არის კომპანია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზებებთან და უამრავ აქციასა თუ სიურპრიზთან ასოცირდება.
"მაცადეთ, სანამ მე თვითონ მოვკვდები..."
12:45 / 14-11-2017
მას შემდეგ, რაც მაია ასათიანი, დიდი ტრაგედიის მიუხედავად, ეკრანს დაუბრუნდა, მის მიმართ ვნებათაღელვა არ ცხრება -ზოგი ჩაცმის სტილს უწუნებს, ზოგი - გადაცემის თემებს, ზოგი - ხასიათს და ა. შ.
”შემოვალ ეტლით” – წიგნი, რომელიც საკუთარ სიძლიერეში დაგვარწმუნებს
16:11 / 13-11-2017
წიგნი, რომელიც დაიწერა იმისთვის, რომ ბესტსელერი გახდეს, მკითხველის მოლოდინშია.
ჯენეტ ჯექსონმა 50 კგ დაიკლო და გარეგნობით ყველა გააოცა
13:31 / 13-11-2017
ჯენეტ ჯექსონმა ორსულობის დროს მომატებული 50 კგ 9 თვეში დაიკლო და მისმა გარეგნობამ მთელი მსოფლიო გააოგნა.
რას წერს რუსული "ვოგი" თბილისის პირველი ლედის შესახებ
13:14 / 13-11-2017
"ანუკი არეშიძე - თბილისის პირველი ლედი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული "ვოგი"
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი