რა არის უნივერსალური საჩუქარი ახალი წლისთვის?
რა არის უნივერსალური საჩუქარი ახალი წლისთვის?
ახალი წელი, ტრადიციულად, ახალ გეგმებთან, ახალ იდეებთან, ახალ საქმეებთან ასოცირდება. ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. ახალი წლის მთავარი მუხტი კი საახალწლო საჩუქარია.

სწორედ საჩუქარი ატარებს იმ განსაკუთრებულ ემოციას და სიხარულს, რომელიც დიდსა და პატარას აერთიანებს.

წელს საახალწლო სამზადისი შედარებით ადრე დაიწყო და მაღაზიებში უკვე შეამჩნევთ გასაყიდად გამოტანილ საახალწლო ნივთებს. არაერთი ვიტრინაც უკვე სპეციალურად არის მორთული. აქტუალური ხდება კითხვაც: ვის რა ვაჩუქოთ ახალი წლის ღამეს? ეს მარტივი კითხვა ნამდვილად არაა. კარგად დაფიქრება სჭირდება იმას, თუ ვის რა ტიპის საჩუქარი გაახარებს და
ხშირად ეს საკითხი რთულად დასაძლევ დილემადაც კი იქცევა ხოლმე.

თამთა, 29 წლის, ჟურნალისტი: "ძალიან მიყვარს საახალწლო საჩუქრების გაკეთება. ამაზე ფიქრს დიდი ხნით ადრე ვიწყებ ხოლმე. ვაკვირდები ახლობლებს, მეგობრებს, ვის რა სჭირდება და ვინ რაზე ოცნებობს. ვცდილობ, ისეთი საჩუქარი გავუკეთო, რის ყიდვასაც ადამიანები საკუთარი თავისთვის ვერ ახერხებენ. მაგალითად, გასულ წელს ჩემს მეუღლეს საყვარელი ბრენდის სუნამო ვუყიდე, მეგობრებს კი - წიგნები, რომლებიც ძალიან უნდოდათ. ჩემს პატარა შვილსაც საბავშვო წიგნები ვაჩუქე, რითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა."



შოთა, 30 წლის, გაყიდვების მენეჯერი: "ვცდილობ, საახალწლო საჩუქრებით ყველა ახლობელი ადამიანი გავანებივრო. მეუღლეს ძირითადად ხელნაკეთ ნივთებს ვჩუქნი ხოლმე, რომელიც სპეციალურად მისთვის არის შექმნილი. თუმცა, ის განსაკუთრებულად გაახარა შარშანდელმა საჩუქარმა. ეს იყო ერთ-ერთი ქართველი მწერლის ბესტსელერი წიგნი ავტორის ავტოგრაფით."

ლია, 56 წლის, დიასახლისი:
"ზოგადად, საჩუქრების შერჩევა ძალიან მიჭირს, რადგან მე და ჩემს შვილებს განსხვავებული გემოვნება გვაქვს. ეს ალბათ ასაკობრივი სხვაობის ბრალია. ამიტომ ვფიქრობ, წელს მათ წლის ბესტსელერი წიგნები ვაჩუქო. ასე გარანტირებულად მეცოდინება, რომ ჩემი საჩუქრების ადრესატები ბედნიერები იქნებიან და მიღებული საჩუქრით ნამდვილად ისიამოვნებენ."



როგორც ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების კომენტარებიდან ირკვევა, წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია ახალი წლისთვის. სავარაუდოდ, წიგნის, როგორც საჩუქრის, ასეთი უნივერსალურობა იმან გამოიწვია, რომ გაძლევთ შესაძლებლობას, ერთ ლოკაციაზე მისვლით სხვადასხვა გემოვნების ადამიანს მარტივად შეურჩიოთ ის, რაც იცით, რომ ნამდვილად მოეწონება.

არჩევანი თქვენზეა. ჩვენ კი გირჩევთ, უკვე დაიწყოთ მომზადება ახალი წლისთვის. ასე გაგიადვილდებათ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ისეთი საჩუქრების შერჩევა, რომლებიც მათ განსაკუთრებულად გაახარებს.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
14:56 / 15-11-2017
როგორც ცნობილია, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი გვესტუმრება.
16:11 / 13-11-2017
წიგნი, რომელიც დაიწერა იმისთვის, რომ ბესტსელერი გახდეს, მკითხველის მოლოდინშია.
16:18 / 19-09-2017
სტუმართმოყვარეობის პრობლემა ყველასათვის ნაცნობია. სამწუხაროდ, ყველა ადამიანი, ვინც გვსტუმრობს, გულწრფელი და სასურველი არ არის. ზოგი დაუპატიჟებლად მოგადგება გვიან. ადამიანები, რომლებიც ხელცარიელნი მიდიან სახლში, სადაც პატარა ბავშვია, - საერთოდ სხვა თემაა.
11:00 / 03-08-2017
ზაფხული და დასვენება, სხვა სიკეთეებთან ერთად, წიგნის კითხვისთვის ყველაზე შესაფერის სეზონადაც ითვლება.
12:33 / 10-07-2017
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარება პიკს აღწევს და ხშირად შესაძლოა, კომპიუტერული თამაშები თინეიჯერებისთვის საკმაოდ დიდ საცდურს წარმოადგენს,
17:28 / 15-06-2017
თბილისში, ჭავჭავაძის შემდეგ "ბიბლუსი გალერეა" უკვე საბურთალოზე, კანდელაკის 7 ნომერში, გაგარინის მოედანზე იხსნება.
14:37 / 20-04-2017
ბედნიერება, რომელიც დეტალებშია. ბედნიერება, რომელიც სურნელოვან ყვავილებშია. ბედნიერება, რომელიც წიგნებშია და მთავარი ბედნიერება, რომელიც ამ ყველაფრის გაზიარებაშია.
14:49 / 12-04-2017
პირველი რომანი 31 წლის ასაკში დაწერა. წარმატების გემო სამწერლობო ასპარეზზე გამოსვლისთანავე შეიგრძნო.
15:06 / 23-02-2017
მარგარეტ ტეტჩერი, დეივიდ კამერონი, ინდირა განდი, ბენაზირ ბჰუტო, სტივენ ჰოკინგი, ოსკარ უაილდი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რომელია 3 ყველაზე მოთხოვნადი მხატვრული წიგნი საქართველოში?
14:56 / 20-11-2017
წიგნებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ადამიანები საუკეთესო საჩუქრად ხშირად სწორედ წიგნს ასახელებენ, მოუთმენლად ელიან ფასდაკლებებს და კონკრეტული წიგნის შესაძენად მაღაზიებთან გაჩენილ რიგებსაც ხშირად შეამჩნევთ.
ემიგრაცია ამერიკაში - ქართველებისთვის აქტუალური პრობლემები და პულიცერის პრემიის მფლობელი მწერლის ჯუმფა ლაჰირის ნაწარმოების ქართული თარგმანი
14:30 / 20-11-2017
ჯუმფა ლაჰირი - ავტორი, რომელის პოპულარობაც მსოფლიო მასშტაბით დღითიდღე იზრდება, დეკემბრიდან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იქნება.
"ბიბლუსი გალერეაში" "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულის, შორენა ხუხუას წიგნის – "შემოვალ ეტლით" პრეზენტაცია გაიმართა
18:01 / 16-11-2017
"ბიბლუსი გალერეაში" შორენა ხუხუას წიგნის პრეზენტაციას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ეტლით მოსარგებლეები. საღამო ერთი საათის განმავლობაში ძალიან თბილ გარემოში მიმდინარეობდა.
„პროქტერ ენდ გემბლის“ სახე საქართველოში - თიკა ფაცაცია
16:31 / 16-11-2017
"ჩემს ბავშვობაში უცხოური არხები გვახალისებდნენ ხოლმე ფერადოვანი რეკლამებით. "პროქტერ ენდ გემბლი" იმ პერიოდიდან მახსოვს.
2018 წლის საახალწლო დეკორაციების ტენდენციები - სად შევიძინოთ ყველაზე მოდური აქსესუარები
14:56 / 15-11-2017
როგორც ცნობილია, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი გვესტუმრება.
#ფოტოჰოთსეილთან ერთად - ახალი კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაუვიწყარი საახალწლო მოგზაურობით დაჯილდოვდება
11:17 / 15-11-2017
Hotsale.ge – ეს არის კომპანია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზებებთან და უამრავ აქციასა თუ სიურპრიზთან ასოცირდება.
"მაცადეთ, სანამ მე თვითონ მოვკვდები..."
12:45 / 14-11-2017
მას შემდეგ, რაც მაია ასათიანი, დიდი ტრაგედიის მიუხედავად, ეკრანს დაუბრუნდა, მის მიმართ ვნებათაღელვა არ ცხრება -ზოგი ჩაცმის სტილს უწუნებს, ზოგი - გადაცემის თემებს, ზოგი - ხასიათს და ა. შ.
”შემოვალ ეტლით” – წიგნი, რომელიც საკუთარ სიძლიერეში დაგვარწმუნებს
16:11 / 13-11-2017
წიგნი, რომელიც დაიწერა იმისთვის, რომ ბესტსელერი გახდეს, მკითხველის მოლოდინშია.
ჯენეტ ჯექსონმა 50 კგ დაიკლო და გარეგნობით ყველა გააოცა
13:31 / 13-11-2017
ჯენეტ ჯექსონმა ორსულობის დროს მომატებული 50 კგ 9 თვეში დაიკლო და მისმა გარეგნობამ მთელი მსოფლიო გააოგნა.
რას წერს რუსული "ვოგი" თბილისის პირველი ლედის შესახებ
13:14 / 13-11-2017
"ანუკი არეშიძე - თბილისის პირველი ლედი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული "ვოგი"
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი