"ანუკი არეშიძე - თბილისის პირველი ლედი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული "ვოგი"
მასალაში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ანუკის მიღწევებზე მოდის სფეროში. ასევე, გამოცემა თბილისის პირველი ლედის ოჯახსა და ბავშვობაზეც წერს.
"Mercedes-Benz Fashion Week-ზე ანუკი არეშიძის ჩვენების დასრულების შემდეგ სცენაზე გამოვიდა გოგონა, რომელმაც საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და კულისებში მოკრძალებულად დაბრუნდა.
უკვე ორი კვირაა, ანუკი არეშიძეს ახალი სტატუსი აქვს. ოქტომბრის ბოლოს მისი მეუღლე კახა კალაძე თბილისის მერი გახდა.
ანუკი მოდის სფეროში გაცილებით ადრე გამოჩნდა. ის ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელიც Vogue Italia х Yoox The Next Talents-ში მოხვდა. 2016 წელს, მილანში მისი კოლექციის დასათვალიერებლად თვით ანა ვინტური და ფრანკა სოცანი მივიდნენ.
ბრენდი "anouki" 4 წლის წინ დაარსდა და უკვე წარმატებით იყიდება აზიაში, პარიზში და ა.შ. სულ მალე ანუკი არეშიძის მაღაზია მოსკოვში გაიხსნება. განაგრძეთ კითხვა