”შემოვალ ეტლით” – წიგნი, რომელიც საკუთარ სიძლიერეში დაგვარწმუნებს
”შემოვალ ეტლით” – წიგნი, რომელიც საკუთარ სიძლიერეში დაგვარწმუნებს
წიგნი, რომელიც დაიწერა იმისთვის, რომ ბესტსელერი გახდეს, მკითხველის მოლოდინშია. დიდი ლიტერატურული კონკურსის, ”გახდი ბესტსელერის ავტორის” ერთ-ერთი გამარჯვებულის, შორენა ხუხუას რომანის - ”შემოვალ ეტლით” პრეზენტაცია 15 ნოემბერს, 19:00 საათზე, ”ბიბლუსი გალერეაში” (ჭავჭავაძის #7) გაიმართება.

”პალიტრა L-ის” მიერ გამოცემული წიგნის გარეკანი საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ გააფორმა. პრეზენტაციაზე წიგნს წარადგენენ მწერალი და კონკურსის ფარგლებში შორენა ხუხუას მენტორი თეონა დოლენჯაშვილი და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური.

წიგნი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს - შეზღუდულ შესაძლებლობებს და შშმ პირის საზოგადოებაში ინტეგრაციას
ეხება, ავტორმა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით დაწერა.

”ვარ შეუჩერებელი, ჯიუტი, პრინციპული. ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, მაგრამ ბევრს ვკითხულობდი და ამიტომ სიცელქესაც მპატიობდნენ. 2009 წელს მომხდარმა ფაქტმა კი ჩემი ცხოვრება სრულად შეცვალა. სახლში მივიჩქაროდი ჩემს შვილთან, რომ მუსიკაზე წამეყვანა. მაგვიანდებოდა, მაგრამ მას დავპირდი, რომ არ ენერვიულა და აუცილებლად მივიდოდი... თუმცა მე იმ დღეს ვერ მივედი. ჩემი სამყარო შეიცვალა და ხედვა დავიწყე ქვემოდან ზემოთ. მთელი ქვეყანა ზემოდან გიყურებს, ამ სიტყვის გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით. ყველა სიბრალულით გექცევა, რაც ყველაზე უფრო მტკივნეულია. ყოველდღე საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება. ეს ჯერ საკუთარ თავთან უნდა შეძლო და მერე საზოგადოებაშიც გააკეთებ. ჩემი წიგნი არის პოზიტივი ყველა ადამიანისთვის, ძლიერისთვის, რომ თავისი ძლიერება გაიხსენოს, სუსტისთვის - გაძლიერდეს, ეტლით მოსარგებლისთვის - კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ის მარტო არ არის და ეტლში ჯდომა სამყაროს დასასრული არაა. მე ვფიქრობ, ჩემს წიგნს ეყოლება მკითხველი ყველა ასაკში და არა მხოლოდ საქართველოში”, - ამბობს კონკურსის გამარჯვებული შორენა ხუხუა, რომელიც გარკვეული პერიოდი ეტლით მოსარგებლე იყო.

რაც შეეხება კონკურსს, ”გახდი ბესტსელერის ავტორი”, ის გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსი მარტში დაიწყო და სამი თვე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, შეეფასებინა კონკურსანტების შემოქმედება და საკუთარი პოზიცია გამომცემლობის ვებგვერდზე ხმის მიცემით გამოეხატა. ხალხთან ერთად, ნამუშევრები ობიექტურმა და კვალიფიციურმა ჟიურიმაც შეაფასა. ჟიურის წევრები იყვნენ: ლევან ბერძენიშვილი - ლიტერატურათმცოდნე, ზაალ ჩხეიძე - ლიტერატურათმცოდნე, მარიკა დარჩია - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ივანე ამირხანაშვილი - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, რამაზ ჭილაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წესების მიხედვით, 300-მდე შემოსული ნამუშევრიდან გამარჯვებული ხუთი კონკურსანტია: თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა და თორნიკე ზვიადაური ხალხის რჩეულები გახდნენ, ია კარგარეთელი და ელის დოდჯსონი კი ჟიურის ფავორიტებად დასახელდნენ.
”შემოვალ ეტლით” მეორე რომანია, რომელიც კონკურსის ფარგლებში გამოიცა. 31 ოქტომბერს კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებულის, თათული ღვინიანიძის რომანის, "აღიარება ხელისგულზე" პრეზენტაცია გაიმართა. გამომცემლობა ”პალიტრა L” დანარჩენ 3 რომანსაც ეტაპობრივად გამოსცემს.

კომენტარები (2)
მაკო
წიგნის ავტორი ზუსტად ისეთია, როგორც აღწერილია მის ინტერვიუში. ,,ჯიუტი, მოუსვენარი, პრინციპული, ფორიაქა, ცელქი, ანცი, ამასთანავე კეთილი გულის პატრონი, სამართლიანი, ერთგული - ეს თვისებები ყველა ერთად, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს-ამოიტომაც აღწევს მიზანს, რასაც დაისახავს.კიდევ ბევრი წარმატებები შორენა...შენ ყველა სფეროს სჭირდები.....
ეთერი
სათაური ნამდვილად შთამბეჭდავია,რომელიც გიბიძგებს წაიკითხო წიგნი
მსგავსი სიახლეები
10:26 / 15-12-2017
ადამიანთა უმეტესობას წინასაახალწლოდ მეტი თავისუფალი დრო უჩნდება და აქვს შესაძლებლობა, ეს პერიოდი პროდუქტიულად სწორედ საინტერესო წიგნების კითხვით გაატაროს.
19:44 / 05-12-2017
ახალი წელი, ტრადიციულად, ახალ გეგმებთან, ახალ იდეებთან, ახალ საქმეებთან ასოცირდება. ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. ახალი წლის მთავარი მუხტი კი საახალწლო საჩუქარია.
11:00 / 03-08-2017
ზაფხული და დასვენება, სხვა სიკეთეებთან ერთად, წიგნის კითხვისთვის ყველაზე შესაფერის სეზონადაც ითვლება.
12:33 / 10-07-2017
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარება პიკს აღწევს და ხშირად შესაძლოა, კომპიუტერული თამაშები თინეიჯერებისთვის საკმაოდ დიდ საცდურს წარმოადგენს,
17:28 / 15-06-2017
თბილისში, ჭავჭავაძის შემდეგ "ბიბლუსი გალერეა" უკვე საბურთალოზე, კანდელაკის 7 ნომერში, გაგარინის მოედანზე იხსნება.
14:37 / 20-04-2017
ბედნიერება, რომელიც დეტალებშია. ბედნიერება, რომელიც სურნელოვან ყვავილებშია. ბედნიერება, რომელიც წიგნებშია და მთავარი ბედნიერება, რომელიც ამ ყველაფრის გაზიარებაშია.
14:49 / 12-04-2017
პირველი რომანი 31 წლის ასაკში დაწერა. წარმატების გემო სამწერლობო ასპარეზზე გამოსვლისთანავე შეიგრძნო.
15:06 / 23-02-2017
მარგარეტ ტეტჩერი, დეივიდ კამერონი, ინდირა განდი, ბენაზირ ბჰუტო, სტივენ ჰოკინგი, ოსკარ უაილდი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი...
11:40 / 18-01-2017
რობერტ გელბრეითის „გუგულის ძახილი“ ქართულ ენაზე 16 იანვრიდან გამოიცემა.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
წიგნის საერთაშორისო დღე „ბიბლუსში“ და შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან
19:24 / 20-04-2018
23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია კითხვის მოყვარულთათვის.
რა უნდა გააკეთოთ, თუ მზის ალერგია გაქვთ
13:59 / 20-04-2018
რა უნდა გააკეთოთ, თუ მზეზე ყოფნისას ან სიარულისას კანი გიწითლდებათ, გექავებათ და გამონაყარი ჩნდება?
ხელსაქმის მასალების ბრენდი, რომელიც მთელ მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს
11:42 / 20-04-2018
მშობლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეეძლოთ შვილებისთვის სასარგებლო თავისუფალი დროის აქტივობების შედგენა, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
გაემგზავრე Imagine Dragons-ის კონცერტზე სტოკჰოლმში რადიო NRJ-სთან ერთად
17:46 / 19-04-2018
რადიო "ენერჯი" თავის ერთგულ მსმენელს აძლევს უნიკალურ შანსს, დაესწროს ამერიკული როკ-ჯგუფის, "Imagine Dragons"-ის ლაივ-კონცერტს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში.
მათი უმრავლესობა მიტოვებული და გამოკეტილია - ძველი ოდების სილამაზე (+15 FOTO)
13:21 / 19-04-2018
თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის ეპოქაში სახლის სილამაზით ვეღარავის გააკვირვებ.
საიდან იღებს სათავეს წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია?
12:42 / 19-04-2018
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ყვავილებსა და წიგნებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან სამაგიეროდ წიგნებსა და ვაშლებს იღებდნენ.
როგორ მივიღოთ ესთეტიკური სერვისი, რომლის ხარისხიც გარანტირებული იქნება
11:27 / 19-04-2018
ზაფხული ახლოვდება და განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეპილაცია, რუჯი, ფიტნესი. ყველა ცდილობს, პრიალა, გლუვი და სასურველი შეფერილობის კანი ჰქონდეს.
H&M-მა თბილისში პირველი CONSCIOUS EXCLUSIVE კოლექციის წარდგენა აღნიშნა
10:40 / 19-04-2018
გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ულამაზეს ღვინის ქარხანაში H&M-მა თბილისში პირველი Conscious Exclusive კოლექციის წარდგენას უმასპინძლა.
ამერიკის ყოფილი პირველი ლედი - ბარბარა ბუში გარდაიცვალა
14:24 / 18-04-2018
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ჯორჯ ბუში-უფროსის მეუღლე და ჩვენთვის კარგად ცნობილის, უმცროსი ჯორჯის დედა, ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ბიჭი საბერძნეთშია... არ იციან, შეძლებს თუ არა, ძვირფასს საბოლოოდ დაუკოცნოს გაყინული მკლავები"
11:33 / 18-04-2018
25 წლის თაკო გამრეკელაშვილის სადისტურმა მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30