წიგნის - „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ წარდგინება – რომანი, რომელიც იდუმალ აღმოსავლეთში გვამოგზაურებს
წიგნის - „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ წარდგინება – რომანი, რომელიც იდუმალ აღმოსავლეთში გვამოგზაურებს
“სხვა უდაბნოს საიდუმლო” - გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” ლიტერატურული კონკურსის, ”გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებული, ჟიურის ერთ-ერთი რჩეული რომანი 9 დეკემბრიდან მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნს ავტორთან, ია კარგარეთელთან ერთად, წარადგენენ მწერალი, ია კარგარეთელის მენტორი გიორგი კეკელიძე და ლიტერატორი, კონკურსის ჟიურის წევრი ზაალ ჩხეიძე.

საინტერესოა რომანის სცენარი, რომელიც ეგვიპტეში ვითარდება. ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქართველი მწერალი ქალი ეგვიპტეში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია. თამთას მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების
დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

ლიტერატორი ზაალ ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ჟიურის უმრავლესობამ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გადაწყვიტა, რომ ეს რომანი ხუთეულში უდავოდ უნდა მოხვედრილიყო.

”ია კარგარეთელის რომანი გამოირჩევა ავტორის მხრიდან სიტყვის ფლობით, წინადადების აგების წესით. მოქმედება ხდება აღმოსავლეთში, თუმცა არც საკუთარი სახელები, არც ადგილმდებარეობის დასახელებები, არც ფრაზეოლოგიური ნიუანსები, არც სცენოგრაფია ტექსტისა არ არის ხელოვნური. ჟიურის უმრავლესობამ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გადავწყვიტეთ, რომ ეს რომანი უდავოდ უნდა მოხვედრილიყო ხუთეულში. ავტორმა გარისკა და ტექსტი თვითონ კი არ დაასრულა, არამედ მკითხველს მისცა საშუალება, როგორც სურს, ისე განავითაროს სიუჟეტი. ეს არა მარტო დამწყებ, არამედ ძალიან გამოცდილ მწერლებსაც კი არ გამოსდით”, - განმარტავს ზაალ ჩხეიძე.

წიგნის გაფორმებაზე მხატვარმა ქეთი მატაბელმა იმუშავა. ქეთის თქმით, რომანმა მასზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
”მთელი ღამე გატაცებით ვკითხულობდი და დიდი ინტერესი მქონდა, გამეცნო ავტორი. როდესაც წიგნზე მუშაობას ვიწყებ, მას თითქოს მედიტაციურად ვუკავშირდები. იას რომანზეც ასეთი განცდით ვიმუშავე. ბედნიერი ვარ, რომ მასზე მუშაობის პასუხისმგებლობა დამეკისრა”, - თქვა ქეთი მატაბელმა.

მწერალი გიორგი კეკელიძე კი აღნიშნავს, რომ ია კარგარეთელი მისტიკური რეალიზმის მიმართულებით უკვე ჩამოყალიბებული მწერალია.
”იას რომანი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. იგი იმდენად დინამიკურად ჰყვება სიუჟეტს, წიგნის წაკითხვის შემდეგაც მისი გავლენისგან თავის დაღწევა გამიჭირდა. დარწმუნებული ვარ, რომანი მკითხველსაც ძალიან მოეწონება”, - ამბობს კეკელიძე.

წიგნის წარდგინება 9 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. პრეზენტაციაზე რომანი ფასდაკლებით, 10 ლარად გაიყიდება.

ღონისძიების ბმული


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 34'th ELITE MODEL LOOK WORLD FINAL 2017-ის გამარჯვებულებად დასახელდნენ: ვალერია ჩენსკაია რუსეთიდან და ანტონიო ფრეიტასი ბრაზილიიდან
12:30 / 15-12-2017
მილანში გამართულ Elite Model Look World 2017-ის მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებად 15 წლის ვალერია ჩენსკაია რუსეთიდან და 18 წლის ანტონიო ფრეიტასი ბრაზილიიდან დასახელდნენ.
როგორ დავზოგოთ თანხა საუკეთესო საახალწლო ნაძვის ხის შეძენისას?
11:44 / 15-12-2017
ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და საახალწლო სამზადისიც აქტიურ ფაზაში შედის.
რომელი წიგნების შეძენა შეგიძლიათ საახალწლოდ 50-ლარიანი ბიუჯეტით?
10:26 / 15-12-2017
ადამიანთა უმეტესობას წინასაახალწლოდ მეტი თავისუფალი დრო უჩნდება და აქვს შესაძლებლობა, ეს პერიოდი პროდუქტიულად სწორედ საინტერესო წიგნების კითხვით გაატაროს.
TOP 8 საჩუქარი მამაკაცებისთვის
17:57 / 14-12-2017
ახალი წელი მოახლოვდა და დადგა ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად, რთული პროცესის, საჩუქრების შერჩევის დრო.
ფრანგული ბრენდის, Gault&Millau-ს ოფიციალური პრეზენტაცია, ქართველი შეფ-მზარეულების დაჯილდოება და გალა-ვახშამი
15:33 / 14-12-2017
მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, 18:30-ზე, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში მდებარე სასტუმრო "ჰოტელს ენდ პრეფერენსის ჰუალინგ თბილისში" გაიმართება ფრანგული ბრენდის, Gault&Millau-ს ოფიციალური პრეზენტაცია, ქართველი შეფ-მზარეულების დაჯილდოება და გალა-ვახშამი.
TOP 10 საახალწლო საჩუქარი ქალისთვის!
12:41 / 14-12-2017
ახალ წელს მუდმივად გვიწევს ფიქრი იმაზე, თუ რა ვაჩუქოთ საყვარელ ქალბატონს. იმისთვის, რომ ვიყოთ ორიგინალურები, საჩუქრებისთვის ნამდვილად არ გვჭირდება დიდი ბიუჯეტი.
"შევჩერდით ერთ სახელზე... ისეთია, რომ თემოს უხდება" - მაკა ჩიჩუამ ორსულობის შესახებ მესამე თვეში შეიტყო
12:25 / 14-12-2017
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მალე მესამე შვილს, ვაჟს ელოდება. თემოს ძმა 2 თვეში დაიბადება. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სახელი უკვე შეარჩიეს, თუმცა სიურპრიზად ტოვებენ.
რა უნდა იცოდეთ ცოცხზე - ახალი წელი ახალი ცოცხის გარეშე წარმოუდგენელია
12:13 / 14-12-2017
ახალი წელი ახალი ცოცხის გარეშე წარმოუდგენელია - ყოველ შემთხვევაში, დიასახლისების დიდი ნაწილი ასე ფიქრობს.
Hotfood.ge-სა და RS COLA-ს საახალწლო საჩუქარი მომხმარებლებს!
09:36 / 14-12-2017
კერძების გამოძახების სერვისი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
როგორ შევარჩიოთ საახალწლო სუფრისთვის ხიზილალა - რა უნდა ვიცოდეთ დელიკატესის არჩევისას
17:23 / 13-12-2017
ხიზილალა - დელიკატესი, რომელიც სადღესასწაულო სუფრას ხშირად ამშვენებს. ის ორაგულისებრთა ოჯახის თევზისგან მიიღება და უამრავ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ხიზილალის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომლებიც გემოვნური თვისებებით ერთმანეთისგან გარკვეულწილად განსხვავდება, თუმცა მათი შემადგენლობა თითქმის იდენტურია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31